არქიტექტურა

იაპონელი არქიტექტორის არატა ისოძაკის კომპლექსური შემოქმედება და მისი გავლენა დასავლურ კულტურაზე

იაპონელი არქიტექტორი არატა ისოძაკი ის შემოქმედია, რომლის სტილი ირეკლავს როგორც იაპონურ ტრადიციებს, ასევე დასავლეთის პოსტმოდერნისტულ გავლენებს.

319

იაპონელი არქიტექტორი არატა ისოძაკი ის შემოქმედია, რომლის დამახასიათებელი სტილი აირეკლავს როგორც იაპონურ ტრადიციებს, ასევე დასავლეთის პოსტმოდერნისტულ გავლენებს. ის იაპონიაში, ოიტას ქალაქში 1931 წელს დაიბადა. მას მდიდარი ოჯახი ჰყავდა, რაც ტოკიოს უნივერსიტეტში ჩაბარებაში დაეხმარა. შემდეგ კი მისი კარიერაც დაიწყო. მუშაობდა იაპონელ მოდერნისტ კენზო ტანგესთან და მიუხედავად იმისა, რომ მისი ფირმა 1963 წელს დატოვა, მათი თანამშრომლობა 1970 წლამდე გაგრძელდა. მსგავსი დამოკიდებულება იაპონური პრაქტიკისთვის დამახასიათებელია. ამით უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ კოლაბორაციასა და თანამშრომლობას, ვიდრე პროფესიონალების შეჯიბრსა და კონკურენციას.

იაპონელი არქიტექტორი არატა ისოძაკი ის შემოქმედია, რომლის დამახასიათებელი სტილი აირეკლავს როგორც იაპონურ ტრადიციებს, ასევე დასავლეთის პოსტმოდერნისტულ გავლენებს. ის იაპონიაში, ოიტას ქალაქში 1931 წელს დაიბადა. მას მდიდარი ოჯახი ჰყავდა, რაც ტოკიოს უნივერსიტეტში ჩაბარებაში დაეხმარა. შემდეგ კი მისი კარიერაც დაიწყო. მუშაობდა იაპონელ მოდერნისტ კენზო ტანგესთან და მიუხედავად იმისა, რომ მისი ფირმა 1963 წელს დატოვა, მათი თანამშრომლობა 1970 წლამდე გაგრძელდა. მსგავსი დამოკიდებულება იაპონური პრაქტიკისთვის დამახასიათებელია. ამით უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ კოლაბორაციასა და თანამშრომლობას, ვიდრე პროფესიონალების შეჯიბრსა და კონკურენციას.

წყარო: gururich-kitaq.com
წყარო: gururich-kitaq.com
წყარო: gururich-kitaq.com
წყარო: gururich-kitaq.com

მე-20 საუკუნის წამყვან იაპონელ დიზაინერთა შორის გავრცელებული იყო ტრადიციებისა და დასავლური ფორმების, მატერიების, ტექნოლოგიების სინთეზი. ისოძაკის სტილი, ფაქტობრივად, სერიები იყო, რომლებიც ამ გავლენის პასუხებად ითვლებოდა. ახალგაზრდა არქიტექტორს „მეტაბოლიზმის“ მიმდევრად აიდენტიფიცირებდნენ. ეს მიმდინარეობა იაპონიაში 1960-იან წლებში წარმოიშვა. თავად ისოძაკი კი თავს მის ნაწილად არ აღიარებდა, რადგან თვლიდა, რომ მეტაბოლისტური სტილი უტილიტარული იყო. ამის საპირწონედ, 60-იანი წლებში, ისოძაკის ნამუშევრები დრამატულ ფორმებს მოიცავს, რომელიც ფოლადისგან არის დამზადებული. ისოძაკის დიზაინით დამზადებული ფუკუოკას ბანკის ფილიალები მისი კარიერის მახასიათებელია. 1970 წლისთვის კი, ისოძაკის არქიტექტურა უფრო მეტად ისტორიული გახდა. მისი ინსპირაციის წყარო კლასიკოსი, ვესტერნის არქიტექტორები იყვნენ, განსაკუთრებით, ანდრეა პალადიოსი, ეტიენე-ლუის ბულეე, კლაუდ-ნიკოლას ლედუქსი. ამ კავშირებმა ისოძაკის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა, რაც ნამუშევრების ფორმალურ, ფუნქციურ და ტექნიკურ სინთეზზე გამოიხატა. ამ პერიოდის რეპრეზენტაციული ნამუშევარია ჯუჯიმის ქანთრი კლუბი ოიტას ქალაქში. ისოძაკიმ ის 1973 წელს ააშენა. ამ ნამუშევარში მე-18 საუკუნის ფრანგული ნეოკლასიციზმის მახასიათებლები იკითხება.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

ისოძაკი პოპულარულია იაპონიის საზღვრებს გარეთაც. პოსტ-მოდერნიზმის გურუ, რობერ ვენტური მის ნამუშევრებს კომპლექსურს უწოდებს. ისოძაკის ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (1984-1985) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობაა ამერიკაში. იაპონელი არქიტექტორებიდან ისოძაკი ალბათ ერთადერთია, რომელმაც დასავლურ კულტურაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა. მისი პოპულარობა და პრესტიჟი ანარეკლია იმ ნამუშევრებისა, რომელიც მან ამერიკასა და ევროპაში შექმნა. მისი დიზაინით შექმნილი ერთი სახლი 1997 წელს 1.3 მილიონ დოლარადაც კი გაიყიდა. ის იყო პოპულარულ არქიტექტორთა იმ მცირე ნაწილს შორის, რომლებმაც ბერლინში პოტსდამის მოედანზე ორი უდიდესი ბიზნეს კომპლექსი ააშენეს. მან შექმნა 100 მილიონ დოლარად შეფასებული პალაუ სანტ ჯორდი ბარსელონაში, რომელიც გადახურულ სპორტულ არენას წარმოადგენს. 3 000-ტონიანი სახურავი ათასობით ჰიდრავლიკურმა მანქანამ აწია. აწევის პერიოდი კი 20 დღე გაგრძელდა. გახსნის დღეს (1990) შენობას 300 000 ადამიანი ეწვია. მისი სხვა ნამუშევარი პოლონეთში გვხვდება - იაპონური ხელოვნებისა და ტექნოლოგიის ცენტრი და არა მარტო. ისოძაკის კვალი ვიეტნამშიც არის - ბრილიანტის კუნძულის სახით, რომლის მშენებლობა 2012 წელს დასრულდა. იაპონელი არქიტექტორი 1986 წელს რიბას (ბრიტანეთის არქიტექტურის სამეფო ინსტიტუტი) ოქროს მედლით არის დაჯილდოვებული.

წყარო: greatbuildings.com
წყარო: greatbuildings.com
წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

დოგმებისა და შეზღუდვებისგან განთავისუფლებული თანამედროვე საკულტო არქიტექტურა

თანამედროვე, არქიტექტურის გარკვეული ნაწილი თითქოს გათავისუფლდა საზოგადოების მოლოდინისგან, სტილების გავლენისგან და სხვა დოგმებისგან.

345
ნახე მეტი
არქიტექტურა

თანამედროვე ოპერის თეატრები, როგორც კულტურული ღირსშესანიშნაობები და მათი თვალწარმტაცი არქიტექტურა

ხელოვნების მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებს შორის, ოპერის თეატრები ქალაქის პრესტიჟისა და კეთილდღეობის მაჩვენებელია.

363
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]