ექსტერიერი

"ჰაი ლაინი" ლანდშაფტურ დიზაინში და გამწვანების როლი ურბანულ გარემოში

დღეს, ქალაქგეგმარებასთან ერთად, აუცილებელია განვითარდეს ურბანული ლანდშაფტის დიზაინი, რაც თავის თავში პარკებისა და სკვერების მოწყობას გულისხმობს.

297

მე-19 საუკუნიდან, ქალაქების არნახულ განვითარებასთან ერთად, ნათელი გახდა, რომ ბუნებასთან კავშირის გარეშე ადამიანის არსებობა წარმოუდგენელი ხდებოდა. ამიტომაც, ქალაქგეგმარებასთან ერთად, განვითარდა ურბანული ლანდშაფტის დიზაინი, რაც თავის თავში პარკებისა და სკვერების მოწყობას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ბაღისა და პარკის კულტურა მანამდეც არსებობდა, თუმცა, ურბანულ გარემოში ბუნების ხელოვნურ იმიტაციას აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქს მწვანე საზოგადოებრივ სივრცეთა სისტემა სჭირდება და არა კუნძულოვანი გამწვანება. ასეთი ”პარკების სისტემა“ მე-19 საუკუნეში შეიქმნა: მისი მაგალითია ცენტრალური პარკი ნიუ იორკში და პროსპექტ პარკი ბრუკლინში. ურბანულ გარემოში ბუნების შემოტანის ტექნიკის თავისებურებები გამოწვეულია იმით, რომ მწვანე საფარის ფუნქცია ქალაქში ძალიან იცვლება. ყველა ხესა თუ პატარა სკვერს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უბნისა და მთლიანად ქალაქის ეკოლოგიისთვის. თანამედროვე არქიტექტურა მწვანე სივრცეს უყურებს როგორც სოციალურ სივრცეს, რომელიც ქმნის ჯანსაღ საზოგადოებას, სწორად დაგეგმარებულ ქალაქსა და საცხოვრებლად კომფორტულ სივრცეს.

წყარო: Parque Tres de Febrero - Argentina
წყარო: Parque Tres de Febrero - Argentina

ეკონომიურობისა და კომპაქტურობის ტრენდმა არამხოლოდ არქიტექტურაში, არამედ დიზაინშიც დაიმკვიდრა თავი, ამიტომაც ლანდშაფტის დიზაინერები ცდილობენ გამწვანება ურბანულ გარემოში რაც შეიძლება ორგანულად შეიყვანონ. ამის საუკეთესო მაგალითი კი ჰაი ლაინ პარკია.
ჰაი ლაინ პარკი, იგივე ჰაი ლაინი, როგორც მას ნიუ იორკელები უწოდებენ, რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი მსხვილი ლანდშაფტური პროექტია, რომელიც ყველა ადამიანის ყურადღებას იპყრობს თავისი განსაკუთრებულობით. 2,3 კილომეტრი სიგრძის პარკის არაჩვეულებრიობა იმაში მდგომარეობს, რომ პარკი გაშენებულია ნიუ იორკის ცენტრალურ რკინიგზაზე, უფრო ზუსტად, კი მის გაუქმებულ ნაწილზე. ნიუ იორკის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტისთვის, ინსპირაცია პარიზის ცნობილი პარკი, პრომენად პლატე გამოდგა, სადაც უკვე ქონდათ ქალაქის რკინიგზის გამოუყენებელი ნაწილის რეკრეაციულ ზონად გადაკეთების გამოცდილება. ჰაი ლაინის პირველი ეტაპის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. მანჰეტენის დასავლეთის რკინიგზის ეს ნაწილი, რომელიც 60-იან წლებში თითქმის მთლიანად გაანადგურეს, პარკად გადაკეთებამდეც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა ქალაქში, ჰაი ლაინის კადრით იხსნება ვუდი ალენის ცნობილი ფილმი, „მანჰეტენიც“.

წყარო: High Line
წყარო: High Line

1991 წელს დარჩენილი ფუნქციური ნაწილიც დახურეს და მანჰეტენის ამ ნაწილში რკინიგზა მთლიანად უსარგებლო გახდა. საინტერესოა პარკის დიზაინი, რომელიც კორნერ ფილდ პროჯექტსმა, მცენარეების დიზაინერთან, პიეტ ოდოლფთან ერთად შეიმუშავა. ამ უკანასკნელმა, გადაწყვიტა, რომ ინსპირაცია აეღო იმ მცენარეებისგან რომლებიც მიტოვებულ რკინიგზაზე იზრდებოდა 25 წლის განმავლობაში. ამიტომ ყველა ბუჩქი, ბალახი თუ ხე ამტანიანობით გამოირჩევა და მათი კომპოზიცია ფერების მიხედვითაც მკაცრადაა დალაგებული. ასეთი დიზაინი, ჰაი ლაინის ცნობილ მცირე ფორმებთან ერთად, მეტ ბუნებრიობას მატებს ლოკაციას. ჰაი ლაინის ისტორიაში ტექნიკურ მხარეზე ბევრად საინტერესოა მისი დაარსების შედეგები. ამ პარკმა, რომელიც იდეალური კატალიზატორი გამოდგა ინდუსტრიულ რკინიგზასა და ურბანულ სივრცეს შორის, ჩელსის უბანს ახალი სიცოცხლე აჩუქა. ნიუ იორკის მერმა, ბლუმბერგმა ამ ფაქტს ‘უბნის რენესანსიც’ კი უწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კრიმინალის დონე ჰაი-ლაინზე ბევრად უფრო მცირეა ვიდრე ცენტრალ პარკში. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტს ჯენტრიფირებული უბნების გადამრჩენელი უწოდეს, მას მაინც აქვს უარყოფითი მხარე: იმდენად გაიზარდა ფასი მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ პარკის ირგვლივ დაიხურა თითქმის ყველა მცირე საწარმო.

წყარო: High Line
წყარო: High Line

ჰაი ლაინი ურბანული გამწვანების სწორი მაგალითია: ქალაქის ძველი პრიორიტეტი ახლით ძალიან ორგანულად ჩანაცვლდა. ალბათ, სწორედ უნიკალური მიდგომა და ურბანული სივრცის განსაკუთრებულობის გათვალისწინებაა საჭირო იმისთვის, რომ ქალაქის პრობლემები სწორად გადავჭრათ.

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

2017 წლის ქვიშის ფესტივალები - გამორჩეული ღონისძიება სკულპტორთათვის

„ქვიშის ქალაქი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვიშის ფესტივალია, რომელიც ქვიშისგან დამზადებულ სკულტპურების გამოფენას მასპინძლობს

326
ნახე მეტი
ექსტერიერი

ბაღი, როგორც ზღაპრული ადგილი და მისი მოვლისა და გაშენების პრაქტიკული რჩევები დიზაინერებისგან

მებაღეობა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო საქმიანობაა, რომელიც ეხმარება ადამიანს სიმშვიდის შენარჩუნებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.

354
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]