საცხოვრებელი გარემო

გარემოს დაბინძურების მიზეზები და როგორ უმკლავდებიან მას სხვადასხვა ქვეყნებში?

დაბინძურების კატეგორიზაცია გვეხმარება მისი გამომწვევი მიზეზების დადგენასა და შესაბამისად, მათ პრევენციაში.

162

გარემოს დაბინძურება ჩვენი პლანეტისთვის დიდ თავსატეხს წარმოადგენს. ის 7 ტიპად არის დაყოფილი. დაბინძურების კატეგორიზაცია გვეხმარება მისი გამომწვევი მიზეზების დადგენასა და შესაბამისად, მათ პრევენციაში. როგორ ებრძვიან თითოეულ მათგანს სხვადასხვა ქვეყნებში, ამ სტატიაში ვისაუბრებთ.

გარემოს დაბინძურება ჩვენი პლანეტისთვის დიდ თავსატეხს წარმოადგენს. ის 7 ტიპად არის დაყოფილი. დაბინძურების კატეგორიზაცია გვეხმარება მისი გამომწვევი მიზეზების დადგენასა და შესაბამისად, მათ პრევენციაში. როგორ ებრძვიან თითოეულ მათგანს სხვადასხვა ქვეყნებში, ამ სტატიაში ვისაუბრებთ.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

წყლის დაბინძურება ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ჩვენი პლანეტის მოსახლეობა აწყდება. მჟავური წვიმები, რომლებიც ტბებსა და მდინარეებს აბინძურებს, მდინარეებსა და ზღვებში ჩამდინარე მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები, ნარჩენები, თუ ნავთობი სერიოზულ ზიანს აყენებს წყალქვეშ და მიწაზე მცხოვრებ ბიოლოგიურ ორგანიზმებს. ამ ყველაფრის პრევენციისთვის, იტალიაში, წყლის გამწმენდი ფაბრიკა ააშენეს. ეს პროექტი არქიტექტურულ და ლანდშაფტურ ღირებულებებს მოიცავს. ერთი მხრივ, ეს არის ტექნოლოგიური ფაბრიკა, რომელიც წყალს წმენდს და არეგულირებს მის სისუფთავეს, მეორე მხრივ კი, ის თავისი თანამედროვე აღჭურვილობით ფრთხილად ერევა ლანდშაფტის სტრუქტურაში. 4-სართულიანი შენობა მოიცავს ყველა წყალსადენსა და საკონტროლო დანადგარს. გარდა ამისა, ეს ადგილი ტურისტებისთვისაც არის მიმზიდველი, რადგან უნიკალურ ადგილას არის აგებული. მას ესაზღვრება ზღვა და სარკინიგზო ტრასები.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

ჰაერის დაბინძურება, რომელიც ჩვენს გონებასაც კი აზიანებს წარმოიქმნება ფაბრიკა-ქარხნების, ავტომანქანებისა და ელექტროსადგურების მიერ გამოყოფილი უამრავი ნარჩენი აირის, მტვერისა და ჭვარტლის მიერ. საბოლოოდ, შექმნილი რადიაციული სხივები კი ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის მომაკვდავია. ჰაერის დაბინძურების მხრივ, ერთ-ერთ დიდ პრობლემად ნისლი გვევლინება. ამ პრობლემის პრევენციისთვის, დაან რუზგარდმა ორიგინალური და მსოფლიოში უდიდესი შენობა ააშენა როდერდამში, ნიდერლანდებში. ეს არის 7-მეტრიანი კოშკი, რომელიც მინიმალურ ენერგიას იყენებს და სმოგს ფილტრავს. მიღებულ ნახშირორჟანგს კი შენობა ძვირფას ქვებად გარდაქმნის.

წყარო: archdaily.com
წყარო: archdaily.com

ნიადაგის დაბინძურებას ჩვენ მიერ გადაყრილი ნაგავი იწვევს. ეს პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას ახდენს ეკოსისტემაზე. ყველაზე დიდ გავლენას კი გადაყრილი პლასტმასის ბოთლები იწვევს, რადგან სხვა ნაგვისგან განსხვავებით, მათი უმეტესობა არასოდეს ლპება. ამის საპირისპიროდ თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში მეტად საინტერესო იდეა მოიფიქრეს: პლასტმასის ბოთლების გადამამუშავებელი აპარატი ფილტრავს მათ, ყოველი გადამუშავების პროცედურის შემდეგ კი, ის გამოყოფს ქუჩის ძაღლებისთვის განკუთვნილ საკვებსა და წყალს.

წყარო: mnn.com
წყარო: mnn.com

ხმაურით დაბინძურებას იშვითად თუ აქცევენ ყურადღებას, თუმცა, სამწუხაროდ, მისგან გამოწვეული ზიანი ყველა ჩვენგანისთვის საშიშია. როგორც აღმოჩნდა, ადამიანები, რომლებიც „ხმაურიან“ ქალაქებში ცხოვრობენ მეტად არიან მიდრეკილი სმენის დაკარგვისკენ. დიდი ქალაქები ცდილობენ ეს პრობლემა რამენაირად შეამცირონ. მაგალითად, პარიზში ყოველ თვეს ადამიანები მანქანის გარეშე მოძრაობენ. უფრო გრძელვადიანი გადაწყვეტილება კი ელექტრონული ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდაა, რომლებიც ნაკლებ ხმას გამოსცემენ.

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

დაბინძურება და ეკოლოგიური საფრთხე რომელიც უკვე დადგა

ადამიანი არ არსებობს საცხოვრებელი გარემოს გარეშე. სწორედ ეს გარემო განაპირობებს ჩვენს ხასიათს, მსოფლმხედველობას, ტრადიციასა და გემოვნებას.

105
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

სათამაშო მოედანი ყველასია - ინკლუზიური პარკების გავლენა საზოგადოებაზე!

საჯარო სათამაშო სივრცეების სტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მეტად პრობლემურია, ვიდრე დამხმარე.

95
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]