საცხოვრებელი გარემო

ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში

სატრანსპორტო რევოლუციამ მთლიანად შეცვალა თანამედროვე ადამიანის ცხოვრება. ყველაფერი უფრო სწრაფი, მარტივად ათვისებადი და ხელმისაწვდომი გახდა

272

სატრანსპორტო რევოლუციამ მთლიანად შეცვალა თანამედროვე ადამიანის ცხოვრება. ყველაფერი უფრო სწრაფი, მარტივად ათვისებადი და ხელმისაწვდომი გახდა. რა თქმა უნდა, დღევანდელი ცხოვრება ტრანსპორტის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა თანამედროვე ტრანსპორტის დადებით მხარეებთან ერთად არსებობს მთელი რიგი უარყოფითი მხარეები, რომლებიც უამრავ პრობლემას ქმნის. სათბურის ეფექტი, გლობალური დათბობა, გარემოს დეგრადაცია, ჯანმრთელობის გაუარესება და ა.შ. ეს პრობლემების ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი იწვევს. საინტერესოა ისიც, რომ დედამიწაზე გამოყოფილი სათბური გაზების 75% ავტოტრანსპორტს უკავშირდება და რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს მზარდი ტენდენცია მომავალში სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი გავიაზროთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წახალისება და საწვავზე მომუშავე ტრასპორტის შემცირება. მწვანე ტრანსპორტი არ გამოყოფს მავნე ტოქსინებსა და გაზებს, არის ეკოლოგიურად მეგობრული და დადებითად მოქმედებს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე. განვითარებულ ქვეყნებში უკვე აქტუალურად მიმდინარეობს მწვანე ტრანსპორტის მოხმარების წახალისება და მათი გამოყენება. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ყოველდღიურად იხვეწება და ვითარდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. დღეს უკვე არსებობს ინოვაციური, მწვანე ტრანსპორტი, რომელიც იყენებს ისეთ განახლებად ენერგიებს, როგორიცაა ქარი, მზის ენერგია, ბიო საწვავი და ჰიდრო ელექტროენერგია.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

პირველი რაც ამ ორსართულიან სახლში ყურადღებას იქცევს ეს, რა თქმა უნდა, სახურავია და მისი კარგად დათვალიერების შემდეგღა ვამჩნევთ, რომ ფასადიც საკმაოდ ორიგინალურია - ღია, ნათელი ფერის ხის პანელები სახლს განახლებულ, მსუბუქ და დადებითი მუხტით სავსე შენობად აქცევს. აუცილებლად უნდა ავღნიშოთ ექსტერიერიც, სადაც ბაღის ავეჯი ჰარმონიულად ერწყმის სახლისა და ლანდშაფტის დიზაინს. 

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

სახლის ინტერიერის დიზაინიც საკმაოდ ორიგინალური და თავისუფალია. პირველ სართულზე განლაგებულია მყუდრო მისაღები, პრაქტიკული და უნიკალური სამზარეულო და სასადილო ოთახი. სასტუმრო ოთახი გამოყოფილია სამზარეულო ოთახისგან ტექნიკისთვის გამოყოფილი ზონირებული კედლით და თანამედროვე გამათბობლით. პირველი მთლიანი სართული ერთნაირადაა გაფორმებული - თეთრი ჭერი, ღია ხისფერი კედლები და ბეტონის იატაკი. ფერების ასეთი განლაგება ვიზუალურად აფართოვებს სივრცეს და ამავდროულად ინტერიერში სითბო და სიმყუდროვე შემოაქვს. მუქი გამათბობელი და ტელევიზორი სივრცეს დინამიურობას მატებენ

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

მათ წინ განლაგებულია ერგონომიული, ფერადი და პრაქტიკული დივნები, რომელიც ინტერიერს სითამამეს მატებს. ასევე იდეალურ დეკორადაა შერჩეული მცენარე, რომელიც ბუნებასთან სიახლოვეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. გამათბობლის და ტელევიზორის უკან განთავსებულია სამზარეულო და სასადილო. ქანთრის სტილის ხის მაგიდა და საოფისე სტილის სკამები ხაზს უსვამს ამ ადგილის მრავალფუნქციურობას. ამ სართულზევეა მოთავსებული ერთი საძინებელი და სააბაზანო ოთახი. აქ დიზაინერებმა არჩევანი ნათელი ფერის ავეჯზე შეაჩერეს რაც თავის მხრივ დომინანტურ და თვალისმომჭრელ აქცენტად იქცა ინტერიერის დიზაინში.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

როგორ გამოიყურება მსოფლიოში საუკეთესო საახალწლო ილუმინაციები?

2018 წელი ახლოვდება და სხვადასხვა ქვეყანა მას თავისებურად აღნიშნავს. შობა-ახალი წლისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ტრადიცია ქუჩებისა თუ სახლების საახალწლო განათებაა.

273
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

გარემოს დაბინძურების მიზეზები და როგორ უმკლავდებიან მას სხვადასხვა ქვეყნებში?

დაბინძურების კატეგორიზაცია გვეხმარება მისი გამომწვევი მიზეზების დადგენასა და შესაბამისად, მათ პრევენციაში.

420
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]