ინტერიერი

ეკლექტიკა ინტერიერის დიზაინში, ანუ როგორ გამოვხატოთ საკუთარი თავი მაქსიმალურად

არქიტექტურის ისტორიაში ეკლექტიკას დიდი ადგილი უჭირავს და ის ძირითადად ფუფუნებას გამოხატავს.

88

თუ ფიქრობთ, რომ ზუსტად იცით რისი მიღება გსურთ საცხოვრებელი სივრცისგან, თვლით რომ კარგი გემოვნება გაქვთ და ამის ჩვენების არ გეშინიათ, ეკლექტიკა სწორედ თქვენთვის შეიქმნა, თქვენნაირი ადამიანების მიერ. რთულია სტილი უწოდო საგნებითა და ფორმებით თამაშს, რომელიც მთლიანად კომფორტზეა ორიენტირებული, ესთეტიკის პირად შეხედულებებს არ სცდება და ცოტათი ეგოისტურია. თუმცა, ამის მიუხედავად, არქიტექტურის ისტორიაში ეკლექტიკას დიდი ადგილი უჭირავს და ის ძირითადად ფუფუნებას გამოხატავს. მარტივად რომ ვთქვათ, ეკლექტიკური ესთეტიკა სტილების აღრევას გულისხმობს. სათქმელად მარტივია, თუმცა სიტყვა „აღრევა“-სა და ქაოსს შორის, ინტერიერის დიზაინში, ძალიან ვიწრო საზღვარია და იმისთვის, რომ ის არ გადაკვეთოთ დიდი დაკვირვება გჭირდებათ. თუ გინდათ, რომ თქვენი საცხოვრებლის ინტერიერი ეკლექტური იყოს, აქცენტი საკუთარი თავის უკომპრომისო გამოხატვაზე გააკეთეთ და არავითარ შემთხვევაში არ ჩაყაროთ ბევრი განსხვავებული ნივთი ერთ სივრცეში - ასეთ დაუდევრობას ეკლექტიკა არ ამართლებს. თუმცა, თუ ეკლექტიზმს გემოვნებითა და სიფრთხილით გამოიყენებთ, ის შეიძლება საკუთარ სტილად, სავიზიტო ბარათადაც კი აქციოთ და რაც მთავარია, ყველა თქვენთვის საინტერესო ფორმასა და ეპოქას საკუთარი ადგილი მოუძებნოთ.

წყარო: Jaqueline Clark
წყარო: Jaqueline Clark

ეკლექტიკური ინტერიერი პირველ რიგში ამაყად უნდა ატარებდეს ამ სტატუსს, ამაში კი კონტრასტზე სწორი აქცენტების გაკეთება დაგეხმარებათ. ისეთი აბსურდული იდეაც კი, როგორიცაა ორდერების ნეონის სანათებით განათება, შესაძლოა სწორად განხორციელდეს, თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ. პირველ რიგში, აირჩიეთ რამდენიმე ნივთი, ან კონცეფცია, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ და მათ გარშემო ატარეთ ექსპერიმენტები: ეცადეთ ცვლილებები დეკორით, ხალიჩით, განათებითა და სხვა ელემენტებით დაიწყოთ. რაც შეეხება სტრუქტურას, შეგიძლიათ ერთმანეთს მუქი, ხის ავეჯი და ბრჭყვიალა პლასტიკური სკამები შეუხამოთ.

წყარო: David Hicks
წყარო: David Hicks

იმისთვის, რომ უარი არაფერზე თქვათ და მაქსიმალურად გამოხატოთ თქვენი გემოვნება, კედლის ფერი ღია ტონალობის ან თეთრი უნდა იყოს. ასე სივრცე გაიზარდება და მასში რაც შეიძლება მეტი ინტერესის მოთავსებას შეძლებთ. მოათავსეთ პლასტიკური, ხის, კლასიკური და დახვეწილი ზედაპირები ერთ სივრცეში - გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მეტი პარალელი გაავლოთ დროსა და სივრცეში. მოძებნეთ რიტმი და იმოქმედეთ ინტუიციურად ან თუნდაც მონიშნეთ ერთგვარი ფოკუსი, შემკრები წერტილი, რომელიც ირგვლივ ყველა ფორმას გააერთიანებს.

წყარო: Mydecorative.com
წყარო: Mydecorative.com

შეგიძლიათ ინსპირაცია თბილისური ეკლექტიკისგან: რამდენიმე სტილი სუფთად აურიოთ ერთმანეთს და მავრიტანული ფორმები და ჩუქურთმები ინტერიერში შეიტანოთ, თანამედროვე ავეჯთან ერთად. გახსოვდეთ, რომ თანამედროვე ეკლექტიკა, მითუმეტეს ინტერიერის დიზაინში, აბსოლუტურად თქვენი პიროვნების გამოხატვის ნიჭზეა დამოკიდებული.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

კიბე ინტერიერის დიზაინში, როგორც კრეატიული და პრაქტიკული კონსტრუქცია

კიბე ძირითადად არსებობს იმისთვის, რომ სახლში ან შენობაში სართულები ერთმანეთს დააკავშიროს.

119
ნახე მეტი
ინტერიერი

ელეგანტური და დახვეწილი შავი ფერი და მისი გამოყენება ინტერიერის დიზაინში

შავი ფერის მატერია ან ზედაპირი საკმაოდ პოპულარული არჩევანია როგორც მოდაში, ისე არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში.

100
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]