ცხოვრების სტილი

ძველი საახალწლო ტრადიციები საქართველოში და მათი წარმოშობის ისტორია

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული პერიოდია, რომელსაც დიდი სიხარულით ველოდებით. ამ დღესასწაულებისთვის სამზადისსა და ფუსფუსს დეკემბრის დასაწყისში ვიწყებთ.

2974

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული პერიოდია, რომელსაც დიდი სიხარულით ველოდებით. ამ დღესასწაულებისთვის სამზადისსა და ფუსფუსს დეკემბრის დასაწყისში ვიწყებთ, თუმცა ახალი წლის თარიღს საქართველოში ხშირად ცვლიდნენ. მეოთხე საუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს აღნიშნავდნენ, მეშვიდე საუკუნიდან მეცხრე საუკუნის დამდეგამდე – სექტემბერში, შემდგომ კი ახალი წლის აღნიშვნა მარტში გადაიტანეს. მეთოთხმეტე საუკუნიდან კი მისი თარიღი ევროპული კალენდრის მიხედვით იანვარში დაწესდა.

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული პერიოდია, რომელსაც დიდი სიხარულით ველოდებით. ამ დღესასწაულებისთვის სამზადისსა და ფუსფუსს დეკემბრის დასაწყისში ვიწყებთ, თუმცა ახალი წლის თარიღს საქართველოში ხშირად ცვლიდნენ. მეოთხე საუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს აღნიშნავდნენ, მეშვიდე საუკუნიდან მეცხრე საუკუნის დამდეგამდე – სექტემბერში, შემდგომ კი ახალი წლის აღნიშვნა მარტში გადაიტანეს. მეთოთხმეტე საუკუნიდან კი მისი თარიღი ევროპული კალენდრის მიხედვით იანვარში დაწესდა.

წყარო: tamar-sheklashvili.blogspot.com
წყარო: tamar-sheklashvili.blogspot.com

რა თქმა უნდა შობა-ახალი წლის აღნიშვნა ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გარეშე წარმოუდგენელია, რადგან სწორედ ისინი სძენენ ახალ წელს განსაკუთრებულ ხიბლს. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია, რადგან საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია – ხალხი დღესასწაულს ისე უნდა შეხვდეს, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, და ბარაქა მოუტანოს.

წყარო: mylilac.wordpress.com
წყარო: mylilac.wordpress.com

როგორც წესი, ჩვენ ახალი წლის ღამეს სახლში, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ხვდებით, რის შემდეგაც წინასწარ შეთანხმებული მიმოსვლა იწყება. თუმცა მანამდე მეკვლეობის მნიშვნელოვანი რიტუალია ჩასატარებელი. რა თქმა უნდა მეკვლეს გარეშე ჩვენი ახალი წელი წარმოუდგენელია. და მიუხედავად სხვადასხვა კუთხეში არსებული განსხვავებული ტრადიციებისა, მეკვლეს ტრადიცია ყველასთვის საერთოა. მეკვლე, მეფეხე, მეფეხური - ის ადამიანია, რომელიც ახალი წლის დადგომის შემდეგ პირველი შეაღებს ოჯახის კარს. მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში ოდითგანვე არსებობდა და მას ერთხანს საკრალურ მნიშვნელობასაც კი ანიჭებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ სწორედ პირველი სტუმრის ფეხზე იყო დამოკიდებული თუ რამდენად კარგი ან ცუდი იქნებოდა მომავალი წელიწადი ოჯახისთვის. მეკვლეობა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. სტუმრის მიღება, ტრადიციულად, ოჯახის ღირსებად ითვლებოდა, ხოლო მეკვლე, უპირველეს ყოვლისა, სტუმარს ნიშნავს, რომელმაც გზა უნდა გაიკვალოს ოჯახისკენ და „ბედნიერი ფეხით“ ესტუმროს მას.

წყარო: reportiori.ge
წყარო: reportiori.ge

საქართველოში ახალ წელთან ბევრი წარმართული ტრადიცია იყო დაკავშირებული მაგალითად: "ბასილას", "ჩიჩილაკის" და სხვა კულტები... ჩიჩილაკის კულტი საქართველოში, განსაკუთრებით - გურიასა და სამეგრელოში იყო გავრცელებული. იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ეს მორთულობა მცირე დეტალებით განსხვავდება ერთმანეთისგან. ცნობილია, რომ ჩიჩილაკს თხილის ტოტებისგან თლიან. არის ასეთი გადმოცემა, რომლის მიხედვითაც თხილი კაკალთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე მოსავლიან მცენარედ ითვლებოდა. სწორედ ამიტომ თლიდნენ ჩიჩილაკს თხილის ხისგან. გრძელ თეთრწვერიან ჩიჩილაკს რთავდნენ ძვირფასი სამკაულებით, ტკბილეულით და ხილით. ზედ ჩამოკიდებული სხვადასხვა ხილი და ტკბილეულიც ბარაქისა და ულევი სიტკბოების სიმბოლოდ აღიქმებოდა. ჩიჩილაკს სხვანაირად “ბასილას წვერს" ეძახიან. იგი წმინდა ბასილ დიდის სახელს უკავშირდება.

წყარო: gemrielia.ge
წყარო: gemrielia.ge

კიდევ ერთი საინტერესო ტრადიციაა დაკავშირებული წმინდა ბასილის სახელთან. ძველ საქართველოში, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ქრისტიანობა დამკვიდრდებოდა, ახალი წლის აღნიშვნა დაკავშირებული იყო მზის ღვთაებასთან. უკანასკნელ დრომდე ქართული საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილი იყო პურისაგან გამომცხვარი "ბასილას" ქანდაკებაც. როგორც ცნობილია, თავდაპირველად ბასილა არა წმ. ბასილის, არამედ წარმართული ხანის მზის ღვთაების ქანდაკება იყო, ბასილას კვერები კი - მასთან დაკავშირებული ღვთაებები, რომლებსაც ჩვენი წინაპარნი შორეულ წარსულში შვიდ მნათობთა სახით თაყვანს სცემდნენ. მხოლოდ III საუკუნის შემდეგ, ქრისტიანულმა ეკლესიამ ახალი წლის დღესასწაული წმ. ბასილის ხსოვნას დაუკავშირა და ამ დროიდან ქართულ საახალწლო სუფრაზე მდებარე მზის ღვთაების ქანდაკებას, ბასილა ეწოდა.

ჩვენ გირჩევთ

ცხოვრების სტილი

როგორ მოქმედებს დასვენება ადამიანის ორგანიზმზე?

ზაფხულის ცხელ დღეებში, ალბათ ყველასთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია ცხელ ქალაქს და ყოველდღიურ რუტინას გაექცეს და დაისვენოს.

318
ნახე მეტი
ცხოვრების სტილი

ცხოვრების მჯდომარე წესი და მისი უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების გზები

ტექნიკის განვითარებასთან ერთად ჩვენ კომფორტულ გარემოს ვიქმნით, სადაც სულ უფრო ნაკლებად გვიწევს მოძრაობა...

360
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]