არქიტექტურა

ძველი ფერმისგან შექმნილი თანამედროვე საოფისე შენობა

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ძველ შენობებში ახლებური ხედვის შეტანა არქიტექტორების გამოწვევაა

86

თანამედროვე არქიტექტურა არ გულისხმობს მხოლოდ ახალი, ინოვაციური შენობების შექმნას, არამედ ის აქტიურად არის დაინტერესებული ძველი ნაგებობების რეკონსტრუქციით. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ძველ შენობებში ახლებური ხედვის შეტანა, დღევანდელობის გამოწვევებზე კონსტრუქციული პასუხის გაცემა და ფუნქციური სივრცის შექმნა, არქიტექტორების გამოწვევაა. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო პროექტი განხორციელდა იტალიაში, არქიტექტურულ კომპანია Zaa Zanoarchitettiassociati-ის მიერ, რის შესახებაც დეტალურად გესაუბრებით.

თანამედროვე არქიტექტურა არ გულისხმობს მხოლოდ ახალი, ინოვაციური შენობების შექმნას, არამედ ის აქტიურად არის დაინტერესებული ძველი ნაგებობების რეკონსტრუქციით. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ძველ შენობებში ახლებური ხედვის შეტანა, დღევანდელობის გამოწვევებზე კონსტრუქციული პასუხის გაცემა და ფუნქციური სივრცის შექმნა, არქიტექტორების გამოწვევაა. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო პროექტი განხორციელდა იტალიაში, არქიტექტურულ კომპანია Zaa Zanoarchitettiassociati-ის მიერ, რის შესახებაც დეტალურად გესაუბრებით.

პროექტის ტერიტორია, რომელიც მოიცავს 2,619 კვადრატულ მეტრს, როგორც ლანდშაფტური, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ადგილას არის განლაგებული, რაც მისი რეგიონალურ პარკთან, მდინარესთან და ამავდროულად, ვენეციის აეროპორტის ავტომაგისტრალთან სიახლოვის დამსახურებაა.

პროექტი მოიცავს მდგრადი, ნატურალისტური მარშუტის გასწვრივ განლაგებული ტერიტორიის რეაბილიტაციას და აერთიანებს მიტოვებული და დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების განახლებას. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ინოვაციური, დაბალ ზემოქმედებთან დაკავშირებული აქტივობის შექმნით, რაც მომავალში შესაძლოა ლანდშაფტის აღდგენის პროტოტიპად მოგვევლინოს, როგორც „ნულოვანი მოცულობთი“ ჩარევა, რაც გულისხმობს იმას, რომ ახალი მშენებლობები არ გადააჭარბებს არსებული შენობის ნარჩენების მოცულობით ზომებს.

პროგრამა მოიცავდა ადგილობრივი ტერიტორიის აღდგენას, რაც გულისხმობდა ძველი ფერმის რეაბილიტაციას, ახალი ელემენტების ჩართულობით და მის საოფისე შენობად გადაკეთებას. ნაგებობა ისეა განთავსებული, რომ შერწყმულია ადგილობრივ ლანდშაფტთან და მის გარშემო არსებულ დასახლებასთან. ტრადიციული მშენებლობის ფორმები და მეთოდები ადაპტირებულ იქნა უახლეს ტექნოლოგიებზე, რაც გულისხმობს მცენარეებისა და ისტორიული კონსტრუქციული კულტურის ტიპოლოგიურ ელემენტებს შორის განზომილებურ ურთიერთობებს: საოფისე შენობა აღადგენს შემოსაზღვრული ფერმის იდეას. ერთმანეთთის მსგავსი შენობები, სადაც შენარჩუნებულია ძირითადი ფასადი, მატერია, დაქანებული სახურავები, მინიმალური ჩარევით ქმნის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის სივრცეს.

საოფისე შენობას აქვს ასო ბგერა “C” -ის ფორმა. ცენტრალური შიდა კარებები დაკეტილია სამივე მხრიდან და მიმართულია მდინარისა და პარკისკენ: შიდა ნაწილების შუშის ზედაპირის წყალობით კი იშლება ღია და ულამაზესი ხედი ჰორიზონტზე. ამის საპირისპირო მხარეს, შიდა მხარეები დახურულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პერფორირებულ კედლის ნაწილს, რომელიც გვახსენებს სოფელში არსებული ძველი შენობების კონსტრუქტიულ ტრადიციას, რაც შიდა ბაღის დანახვაში ეხმარებათ.

რაც შეეხება რესტორნის შენობას, მისი დახურული ფასადი მიმართულია მაგისტრალისკენ, ხოლო დარჩენილი სამი მხარე მთლიანად შუშის კედლებითაა გარშემორტყმული და ადგილობრივი ლანდშაფტის აღქმის საშუალებას იძლევა - ამით, კიდევ ერთხელა არის ხაზგასმული ბუნებასთან სიახლოვის მნიშვნელობა და აუცილებლობა. რესტორნის გარშემო არსებული ტერიტორია დაყოფილია პატარ-პატარა ბაღებად, სადაც მოჰყავთ სხვადასხვა საკვები პროდუქტი, რაც კიდევ ერთხელ უკავშირდება ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას.

რა თქმა უნდა, აქ გათვალისწინებულია ავტომობილების მოხმარების წესიც. ტერიტორია უზრუნველყოფილია ავტოპარკინგით, რომლებიც საოფისე და რესტორნის შენობებისგან მოშორებით მდებარეობს. მას შემდეგ, რაც ავტომობილებს პარკინგზე დატოვებენ, შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება ფეხით ხდება, რადგან აქ ტრანსპორტის გამოყენება აკრძალულია.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

ლუის ბარაგანის შთამაგონებელი არქიტექტურა

საერთაშორისო არქიტექტურის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ფიგურა იყო ლუის ბარაგან მორფინ

24
ნახე მეტი
არქიტექტურა

არქიტექტურულად გამორჩეული სამი მუზეუმი, რომელიც ამ შემოდგომას გაიხსნება

მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება ახალი მუზეუმების გახსნა, რომელთა უმეტესობაც თავისი არქიტექტურითა და დიზაინით ხელოვნების ნიმუშებადაც შეიძლება ჩაითვალონ.

25
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 6

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]