არქიტექტურა

დისნეილენდი - ზღაპრული ადგილი, როგორც ინჟინერიისა და არქიტექტურის არაჩვეულებრივი ტანდემი

დისნეილენდი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის და ის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო საბავშვო ატრაქციად ითვლება მთელ მსოფლიოში.

361

დისნეილენდი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის და ის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო საბავშვო ატრაქციად ითვლება მთელ მსოფლიოში. „უბედნიერესი ადგილი დედამიწაზე“ ინჟინერიისა და არქიტექტურის ფანტასტიკური ტანდემია. ის უოლტ დისნეიმ 1955 წლის 17 ივლისს ააშენა. მსგავსი პარკები გახსნილია ტოკიოში, ჰონგ კონგსა და პარიზში, თუმცა ერთადერთი პარკი, რომელზეც უშუალოდ უოლტ დისნეი მუშაობდა, კალიფორნიის შტატში მდებარეობს. დღეს ზუსტად ამ ადგილზე ვისაუბრებთ.

დისნეილენდი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის და ის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო საბავშვო ატრაქციად ითვლება მთელ მსოფლიოში. „უბედნიერესი ადგილი დედამიწაზე“ ინჟინერიისა და არქიტექტურის ფანტასტიკური ტანდემია. ის უოლტ დისნეიმ 1955 წლის 17 ივლისს ააშენა. მსგავსი პარკები გახსნილია ტოკიოში, ჰონგ კონგსა და პარიზში, თუმცა ერთადერთი პარკი, რომელზეც უშუალოდ უოლტ დისნეი მუშაობდა, კალიფორნიის შტატში მდებარეობს. დღეს ზუსტად ამ ადგილზე ვისაუბრებთ.

წყარო: worldfortravel.com
წყარო: worldfortravel.com
წყარო: worldfortravel.com
წყარო: worldfortravel.com

დისნეილენდის განუყოფელი ნაწილი აშშ-ის მთავარი ქუჩაა. ის დისნეილენდთან ერთად 1955 წელს გაიხსნა. „აშშ-ის მთავარი ქუჩა“ ამერიკაში ეპოქის გზაჯვარედინია. „გაზის ნათურები და ელექტრონათურები, ცხენები და ავტომანქანები, მთავარი ქუჩა ამერიკის გულია - ყველას სახლი“, - ამბობდა უოლტ დისნეი. ქუჩის დეკორი მე-20 საუკუნის ამერიკის პატარა ქალაქს მოგაგონებთ. ამ ყველაფრის ინსპირაცია კი, უოლტ დისნეის ბავშვობა და ფილმი „ლედი და მაწანწალაა“. ეს ქუჩა ამერიკულ ვიქტორიანულ პერიოდს გაგახსენებთ. აქ განთავსებულია რკინიგზის სადგური, მთავარი მოედანი, კინო-თეატრი, მერია, სახანძრო, რომელიც აღჭურვილია ორთქლის ძრავებით, ბაზარი, მაღაზიები, ორსართულიანი ავტობუსები, ძველი მანქანები, ცხენის ეტლები და ბევრი სხვა რამ, რაც აუცილებლად წარსულში დაგაბრუნებთ. ქუჩის დიზაინი იყენებს საოცარ პერსპექტივებს, რომელიც სიმაღლის ილუზიას ქმნის. პირველი სართულისთვის შენობა ¾ მასშტაბით ააშენეს, მეორე სართულისთვის - 5/8-ით, მესამისთვის - 1/2 -ით. ყოველ სართულთან ერთად მასშტაბი 1/8-ით მცირდე

წყარო: wdwmagic.com
წყარო: wdwmagic.com

ამ ქუჩის ყველაზე მთავარი შენობა კი მძინარე მზეთუნახავის ციხე-სიმაგრეა. მის შექმნაში მონაწილეობას იღებდა მარვინ დევისი - 20th Century Fox-ის მფლობელი. მან შეისწავლა საფრანგეთის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების ცნობილი ციხე-სიმაგრეები, საბოლოოდ კი მისი ინსპირაცია გერმანული ნოიშვანშტაინის სასახლე გახდა. ილუსტრატორმა ჰერბერტ დიკენს რაიმანმა (რომელმაც დისნეილენდის პარკის პირველი დიზაინი შექმნა) გადაწყვიტა ისეთი სასახლე გაეკეთებინა, რომელიც პატარა და მეგობრული იქნებოდა. არქიტექტურული ტექნიკის დახმარებით ციხე-სიმაგრე უფრო დიდი ჩანს, ვიდრე რეალურად არის. ეს გამოწვეულია იმით, რომ ქვედა კარები და ფანჯრები დიდი ზომისაა, თუმცა სიმაღლესთან ერთად ისინი ნელ-ნელა მცირდება.

 

 

წყარო: visitcalifornia.com
წყარო: visitcalifornia.com
წყარო: worldfortravel.com
წყარო: worldfortravel.com

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიწა დისნეილენდში „თუმოროულენდია“. 1955 წლის ინაუგურაციისას, უოლტ დისნეიმ ის შემდეგი სიტყვებით გახსნა: „ხვალინდელი დღე შეიძლება არაჩვეულებრივი ხანა იყოს. ჩვენი მეცნიერები კოსმოსის ეპოქის ფანჯრებს ხსნიან. ეს ყველაფერი კი ჩვენს თაობას წაადგება. თუმოროულენდის ატრაქციონები გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მომავლის გეგმებში მონაწილეობა მიიღოთ“. „თუმოროულენდის“ ორიგინალური დიზაინის ტექნიკურ მხარეზე მეცნიერებმა ვერნერ ვონ ბრაუნმა, ვილი ლეიმ და ჰეინზ ჰაბერმა იზრუნეს. სივრცე ძირეულად შეიცვალა 1967 წელსა და 1998 წელს. მისი მთავარი თემა მომავლის რეტროა, რომელიც ჟიულ ვერნის ილუსტრაციებითაა გაფორმებული.

წყარო: designingdisney.com
წყარო: designingdisney.com

დისნეილენდი საერთო ჯამში 8 მიწას შეიცავს. თითოეული მათგანი თემატური პარკია, რომელიც ტურისტების ყურადღებას იპყრობს. გახსნის დღიდან, ამ არაჩვეულებრივ ადგილს 650 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობდა.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

უცნაური და საინტერესო არქიტექტურული პროექტები მსოგლიო გარშემო

ინოვაციური ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას, არქიტექტურის განვითარებაში წარმოუდგენელი რეზულტატები აქვს.

318
ნახე მეტი
არქიტექტურა

მაიკლ გრეივისი - პოსტმოდერნისტი არქიტექტორი, რომელსაც ფერების გამოყენა არ აშინებდა

ცნობილი ამერიკელი არქიტექტორი, პოსტმოდერნული ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, მაიკლ გრეივისი, 1934 წელს, 9 ივლისს დაიბადა და სულ ახლახან, 2015 წლის, 12 მარტს გარდაიცვალა.

299
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]