დეკორაცია

დეკორირების მნიშვნელობა ინტერიერში

სახლის დიზაინის შექმნა საკუთარი სურვილების გათვალისწინებით იწყება.

102

სახლის დიზაინის შექმნა საკუთარი სურვილების გათვალისწინებით იწყება. სხვადასხვა დეკორატიული ელემენტი თქვენი ხასიათის წარმოჩინებას ეხმარება. სახლის დეკორი დიზაინის მრავალ ელემენტს მოიცავს - იატაკიდან დაწყებული ავეჯით დამთავრებული. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერების, სტრუქტურების კომბინაცია, რათა თქვენი საცხოვრებელი გარემო უფრო კომფორტული, პრაქტიკული და სტუმართმოყვარე გახადოთ. მაგალითად, ღია ფერის ავეჯი მშვიდ ატმოსფეროს ქმნის, მძიმე ხისგან დამზადებული იატაკი კი სივრცეს სითბოს ანიჭებს. სახლის ინდივიდუალურობისა და ხასიათის ერთ-ერთი განმსაზღვრელი კი აქსესუარებია. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ჩაიდნები, ან ხელოვნების ნიმუშები. თუ თქვენ სახლში ბებიის დროინდელი კომოდები ან უზარმაზარი საოჯახო სურათი მოგეპოვებათ, მსგავსი ნიუანსები თქვენი პიროვნებისა და ისტორიის შესახებ ბევრ რამეს ამბობს.

Lacasadefreja.com
Lacasadefreja.com

ინტერიერის დეკორატორები გვასწავლიან, როგორ უნდა მოვახდინოთ წარუშლელი შთაბეჭდილება ვიზიტორზე რამდენიმე მარტივი ხერხით. კონცეპტუალური დიზაინის ინტერიერი ავეჯის და სხვა ნივთების ფერების და ფაქტურების ნაზავით იქმნება. სწორი შეხამებით და ბუნების ელემენტებთან შერწყმით ტენდენციური პრინტები სახლის გაფორმების უამრავ იდეას შთაგაგონებთ. პირველ რიგში, უნდა გააცნობიეროთ, რომ სიმბოლიზმი და რიტმი თქვენს სახლს უფრო მეტ მისტიკას და საკრალურ იერს შესძენს და ყველაფერს თვალისთვის უხილავ წესრიგში მოიყვანს. სწორედ ამ მოსაზრებას მიყვება ახალი ტრენდი, რომლის მიხედვითაც დეკორი თუ ხელოვნების ნიმუში, ინტერიერში რიცხობრივ რიტმს უნდა მიყვებოდეს. ყველაზე მარტივი მაგალითი ამისა არის სურათის, ფერწერული ტილოსა თუ დიდი ფოტოგრაფიის პანელებად დაყოფა, და კედლის ზედაპირზე განთავსება. ბალიშების შესაბამისად გადანაწილება და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ დეკორატორი აიზენი ამბობს, პანელი 3 ცალი უნდა იყოს და საერთოდ, დეკორაციაში ტრიო ძალიან ეფექტურია.

Lacasadefreja.com
Lacasadefreja.com

სივრცის კომპოზიციურად შეკვრაში დაგეხმარებათ ერთგვარი შემკრები წერტილი, ფოკუსი, რომელიც ძირითადად დეკორაციაა და ფერით, ფორმით ან ზომით განსხვავდება სხვა საგნებისგან. სწორედ ეს ხდება ერთგვარი შემკრები წერტილი, საიდანაც თვალი სივრცის აღქმას იწყებს, რის შესაბამისადაც შეგიძლიათ განალაგოთ ავეჯი, ნივთები და თუნდაც ფუნქციური ზონები. გარდა ამისა, ეცადეთ ოთახი მაქსიმალურად განტვირთოთ პატარა გამოუყენებელი ნივთებისგან, რადგან როგორც აღმოჩნდა, მინიმალიზმი ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და მშვიდ განწყობას იწვევს ადამიანებში.

Lacasadefreja.com
Lacasadefreja.com

დეკორირებით ბევრად უფრო მარტივია მიხვდე ზუსტად რა გჭირდება სივრცეში, ხშირად ცვალო საცხოვრებლის იერი და რაც მთავარია, შეცვალო ყოველდღიურობა იაფად, მაგრამ საფუძვლიანად. არქიტექტურის მასშტაბურობა, ხომ სწორედ დეტალებშია. მთავარია ამოარჩიოთ ის სიმბოლური ნივთები, რომლებიც თქვენი ცხოვრების სტილს ან რომელიმე მოგონებას გამოხატავენ. ასე უფრო დაათბობთ საცხოვრებელ გარემოს და მყუდრო ხასიათს შეიტანთ მასში.

ჩვენ გირჩევთ

დეკორაცია

რომელია ის 5 აქსესუარი, რომელიც სახლში აუცილებლად უნდა გვქონდეს?

სახლის დიზაინის შექმნა საკუთარი სურვილების გათვალისწინებით იწყება. სხვადასხვა დეკორატიული ელემენტი თქვენი ხასიათის წარმოჩენას ეხმარება.

184
ნახე მეტი
დეკორაცია

როგორ ირთვება ქუჩები ახალი წლისთვის? გამორჩეული დეკორაციები სხვადასხვა ქვეყნებში

2017 წელი ნელ-ნელა ახლოვდება და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საშობაო-საახალწლო ციებ-ცხელება იზრდება.

171
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]