ინტერიერი

დეკორირების და აქსესუარების მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში

საცხოვრებელი გარემო, რომ პიროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში გრანდიოზული როლს თამაშობს, ამაზე დღეს უკვე აღარავინ დაობს.

136

საცხოვრებელი გარემო რომ პიროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში გრანდიოზული როლს თამაშობს, ამაზე დღეს უკვე აღარავინ დაობს. ამიტომ, თანამდროვე დიზაინი ცდილობს სათავსი მთლიანად მოარგოს ინდივიდის საჭიროებებსა და სურვილებს. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ინტერიერის წყობა თქვენ სურვილებზე, შინაგან სტილზე და მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული და ინსპირაციის წყაროც თქვენ ბრძანდებით. თუმცა, საინტერესოა, როგორ შეიძლება შეიტანო პიროვნული ელემენტები ინტერიერში და კომპოზიციით საკუთარი თავი წარმოაჩინო. იმისთვის, რომ ინტერიერი უფრო კონკრეტული, ესთეტიურად გამორჩეული და თბილი გამოვიდეს, დიზაინერები აქსესუარებსა და დეკორს იყენებენ. თუ თქვენ ის შემაწუხებელი მეზობელი ხართ, რომელიც რემონტს უბრალოდ კედლის შეღებვით იწყებს და გეგმარების მთლიანი შეცვლით ამთავრებს, ეს პოსტი თქვენ გეძღვნებათ.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

ზოგიერთ ჩვენგანს, რედეკორირებისა თუ რემონტის დროს თავში უამრავი ახალი იდეა ებადება, რომლის განხორციელებაც უცებ სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. თუ ძალიან გიყვართ გარემოს მუდმივი ცვლილება და თითქმის არასოდეს ხართ კმაყოფილი მიღწეული შედეგით, უკვე ბევრჯერ შეცვალეთ კედლის ფერი, მაგრამ თავში მაინც ოთახების გადატიხვრის და ღიობების ამოშენების ჯერ კიდევ განუხორციელებელი პროექტები გიტრიალებთ, დროა რედეკორირება ისწავლოთ. 

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

ინტერიერის დეკორატორები გვასწავლიან, როგორ უნდა მოვახდინოთ წარუშლელი შთაბეჭდილება ვიზიტორზე რამდენიმე მარტივი ხერხით. პირველ რიგში, უნდა გააცნობიეროთ, რომ სიმბოლიზმი და რიტმი თქვენს სახლს უფრო მეტ მისტიკას და საკრალურ იერს შესძენს და ყველაფერს თვალისთვის უხილავ წესრიგში მოიყვანს. თანამედროვე ადამიანის საცხოვრებელი ზოგადად სივრცის გამოთავისუფლებისა და ქაოსის შემცირებისკენაა მიმართული, ამიტომ უხვი დეკორი და აქსესუარებით გადატვირთული ინტერიერი ტრენდული დიდი ხანია აღარ არის. ასე რომ, უნდა აარჩიოთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც სივრცეს ტყუილად არ გადატვირთავს და ყალბი დატვირთვა არ ექნება ინტერიერში. 

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

ამოარჩიეთ ის სიმბოლური ნივთები, რომლებიც თქვენი ცხოვრების სტილს ან რომელიმე მოგონებას გამოხატავენ. ასე უფრო დაათბობთ საცხოვრებელ გარემოს და მყუდრო ხასიათს შექმნით მასში. მიუხედავად იმისა, რომ დეკორში თქვენი ისტორია უნდა იგრძნობოდეს, ნამდვილად ვულგარული გამოვა ყველა ფოტოსა და ნიუანსის ინტერიერში შემოტანა. დიზაინერები გვირჩევენ, რომ ავირჩიოთ სტილის შესაბამისი, მხატვრული ნიმუში ან ტილო და მთელი აქცენტი მასზე გადავიტანოთ. სწორედ ამ მოსაზრებას მიყვება ახალი ტრენდი, რომლის მიხედვითაც დეკორი თუ ხელოვნების ნიმუში, ინტერიერში რიცხობრივ რიტმს უნდა მიყვებოდეს. ყველაზე მარტივი მაგალითი ამისა არის სურათის, ფერწერული ტილოსა, თუ დიდი ფოტოგრაფიის პანელებად დაყოფა და კედლის ზედაპირზე განთავსება. ბალიშების შესაბამისად გადანაწილება და ა.შ. დეკორაციაში ტრიო ძალიან ეფექტურია. 

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

გახსოვდეთ, დეკორირებით ბევრად უფრო მარტივია მიხვდე ზუსტად რა გჭირდება სივრცეში, ხშირად ცვალო საცხოვრებლის იერი და რაც მთავარია შეცვალო ყოველდღიურობა იაფად, მაგრამ საფუძვლიანად. არქიტექტურის მასშტაბურობა სწორედ დეტალებშია. 

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ გამოიყურება ყველაზე უცნაური და თანამედროვე საწოლები?

აირჩიოთ ორდინალური, კომფორტული საწოლი - კარგი იდეაა, მაგრამ ერთ პრობლემით - მას ვერავინ ვერასდროს შეამჩნევს. ამიტომ, კრეატიულ და უჩვეულო დიზაინის საწოლებს წარმოგიდგენთ.

149
ნახე მეტი
ინტერიერი

ნეოკლასიკური სტილი ინტერიერის დიზაინში

თუ თქვენ გიზიდავთ საუკუნოვანი ტრადიციების თანამედროვე ინტერპრეტაციები, მაშინ ნეოკლასიკა ისაა, რაც აუცილებლად დაგაინტერესებთ.

214
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]