ექსტერიერი

დეკორატიული აუზი, როგორც თქვენი ბაღის ეფექტური გაფორმება

დღეს სულ უფრო მეტ ადამიანს სურს, რომ ბაღი განსხვავებული, ორიგინალური და ბუნებასთან უფრო ახლოს მყოფი ტერიტორია იყოს.

315

დღეს სულ უფრო მეტ ადამიანს სურს, რომ ბაღი არამხოლოდ ყვავილებით მოფენილი ადგილი იყოს, არამედ განსხვავებული, ორიგინალური და ბუნებასთან უფრო ახლოს მყოფი ტერიტორია. სწორედ ამიტომ, სულ უფრო აქტუალური და პრესტიჟული ხდება ბაღებში დეკორატული გუბეების გაკეთება. დეკორატიული აუზების შექმნა მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის. ის მოითხოვს დროს, ენერგიას, სხვადასხვა მასალას. თუმცა, მონდომების შემთხვევაში თქვენ თვითონვე შეძლებთ მის გაკეთებას.

დღეს სულ უფრო მეტ ადამიანს სურს, რომ ბაღი არამხოლოდ ყვავილებით მოფენილი ადგილი იყოს, არამედ განსხვავებული, ორიგინალური და ბუნებასთან უფრო ახლოს მყოფი ტერიტორია. სწორედ ამიტომ, სულ უფრო აქტუალური და პრესტიჟული ხდება ბაღებში დეკორატული გუბეების გაკეთება. დეკორატიული აუზების შექმნა მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის. ის მოითხოვს დროს, ენერგიას, სხვადასხვა მასალას. თუმცა, მონდომების შემთხვევაში თქვენ თვითონვე შეძლებთ მის გაკეთებას.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

დღესდღეობით, დეკორატული აუზისთვის საჭირო ნებისმიერი მასალის შოვნა ძალიან მარტივია. საკმარისია სამშენებლო მასალების მაღაზიას და ინტერნეტს მიმართოთ. მთავარია თავიდანვე იცოდეთ როგორი აუზის გაკეთება გსურთ, რა ზომის უნდა იყოს და რა დანიშნულების. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი შეარჩევთ მასალებს და აშენების ტექნიკას.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

დეკორატიული აუზების მშენებლობისას კარგი ის არის, რომ სულ პატარა გუბესაც კი შეუძლია თქვენი ბაღის გალამაზება. არ არის საჭირო ძალიან ღრმა და დიდი ფართის ამოთხრა. მთავარი გარეგნული ესთეტიკაა, რომელიც აუცილებლად გემოვნებით უნდა შეირჩეს და მთლიანი ექსტერიერის დიზაინს უხდებოდეს. აუცილებელია იცოდეთ, რომ მსგავსი აუზის მშენებლობისას ყველაზე მნიშვნელოვანი საიმედო ჰიდროიზოლაციის გაკეთებაა, რომელიც წყალს აუზში დაიჭერს. ამისთვის გამოდგება ნებისმიერი წყალგაუმტარი მასალა. იქნება ეს პოლიეთილენის სქელი პარკი, თუ სპეციალური ქსოვილი. დღევანდელი ტექნოლოგიების წყალობით შეგიძლიათ ნებისმიერი ქსოვილის წყალგაუმტარ მასალად ქცევა. მსგავსი აუზებისთვის კი ჰიდროიზოლაციის თხელი ფენაც საკმარისი იქნება.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

ასევე, აუცილებელია ნიადაგის ამოღება და რეზერვუარისთვის საჭირო სიღრმის და ფორმის მიცემა. კედლების შებმამდე მისი ქვიშით შევსება და შემდგომ წყლის დამატება. თუ გსურთ ღრმა აუზი, სადაც თევზები იცურავებენ, მაშინ კედლების კონსტრუქცია დაღმავალი უნდა იყოს. ასე მას უფრო სარწმუნო და ბუნებრივი სახე ექნება. წყალსაცავის მხატვრული დეკორირებისთვის ჰორიზონტალური სექციები შეიძლება მცენარეები და სხვა ბუნებრივი, დეკორატიული ელემენტებით მორთოთ.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ პლასტმასის სპეციალური ფორმები, რომლებიც მსგავსი აუზებისთვის მზადდება. ისინი სხვადასხვა ფორმის, ზომის და ხარისხისაა. ამავდროულად მსგავს ფორმებს აქვთ ბევრი უპირატესობა: ისინი მარტივი დასამონტაჟებელია, უძლებენ მეტ დატვირთვას, ადვილად შეგიძლიათ მათი გადატანა, ისინი მარტივად იწმინდება, მუქი ფერი გამო ადვილად თბება და ამიტომ, ამ პატარა აუზების გამოყენება ბავშვებსაც შეუძლიათ.

წყარო: /www.remontbp.com
წყარო: /www.remontbp.com

როდესაც თქვენისთვის სასურველ დეკორატიულ აუზს ააშენებთ აუცილებლად უნდა იზრუნოთ მის სისუფთავეზეც. თქვენ რეგულარულად უნდა იზრუნოთ მის გაწმენდაზე. დროდადრო საჭიროა, მთლიანი წყლის გამოცვლა და აუზის კარგად ამოწმენდა, რომ წყალი მუდმივად გამჭვირვალე დარჩეს. აუცილებელია სპეციალური საშუალებების გამოყენება, რომლებიც მიკროფლორის განვითარებას ხელს შეუშლის. ასეთი საშუალებები აბსოლუტურად უსაფრთხო და უვნებელია და მათი შეძენა სპეციალურ მაღაზიებშია შესაძლებელი.

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

10 რჩევა: მოვაწყოთ აივანი და ვერანდა მარტივად!

აივნისა და ვერანდის მოსაწყობად არაა აუცილებელი პროფესიონალი დიზაინერი იყოთ, მხოლოდ მიყევით ამ 10 მარტივ რჩევას...

259
ნახე მეტი
ექსტერიერი

ყველაფერი ბაღების გაშენების კულტურის შესახებ

ბაღების გაშენება ძველი სამყაროდან იღებს სათავეს და ის თითქმის ყველა კულტურას ახასიათებს.

644
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]