არქიტექტურა

ჩინეთში გახსნილი ახალი ბიბლიოთეკა 1.2 მილიონ წიგნს იტევს

ჩინეთში ახლად გახსნილმა ბიბლიოთეკამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ შენობა 1.2 მილიონ წიგნს იტევს.

244

ჩინეთში ახლად გახსნილმა ბიბლიოთეკამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ შენობა 1.2 მილიონ წიგნს იტევს. პროექტი ჰოლანდიელ არქიტექტურთა ჯგუფ „MVRDV“-ს ეკუთვნის. ბიბლიოთეკა ჩინეთის ქალაქ ტიანჯინის კულტურულ ცენტრში მდებარეობს. შენობა 370 000 კვადრატული მეტრია. ბიბლიოთეკა მოიცავს საგანმანათლებლო აღჭურვილობებს, სერვის-ოფისებს, არქივებს, კომპიუტერისა და აუდიოოთახებს, აუდიტორიებს, ლაუნჯ სივრცეს, ოფისებს, წიგნის შემნახველ საცავებს და, რა თქმა უნდა, სპეციალურ სამკითხველო დარბაზებს. სივრცე ისეა მოწყობილი, რომ ის თანაბრად იქნება მიმზიდველი, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისა და ხანში შესულებისთვის. შენობის დიზაინი „MVRDV“-მა ტიანჯინის ქალაქდაგეგმარებისა და დიზაინის ინსტიტუტთან შეთანხმებით შეიმუშავა.

წყარო: www.boredpanda.com
წყარო: www.boredpanda.com
წყარო: www.boredpanda.com
წყარო: www.boredpanda.com

ბიბლიოთეკის წრფივი გარსი ინტერიერის ტოპოგრაფიულ ატრიუმს გზას აძლევს. ეს უკანასკნელი კი სფერული, სარკისებრი აუდიტორიით არის გარშემორტყმული. „MVRDV“ ამას გიგანტურ „თვალს“ ადარებს, საიდანაც ბიბლიოთეკის ინტერიერის პანორამული ხედები იშლება. სფერო გარშემორტყმულია ტერასებიანი წიგნის თაროებით, რომლებიც, ამავდროულად, დასაჯდომი ადგილებიცაა. ისინი შენობის ინტერიერში ჰორიზონტალური ლუვრის ფორმებს ქმნიან. შემქმნელები ამბობენ, რომ „თვალი“ ბიბლიოთეკის ცენტრალური წერტილია. „თვალი შენობის ცენტრია. ის მას „აცარიელებს“ და წიგნის თაროებისგან იმ სივრცეს ქმნის, სადაც შეგიძლიათ დასხდეთ, წაიკითხოთ, გაისეირნოთ ან თუნდაც აცოცდეთ. ეს ორგანული სოციალური სივრცეა“, - ამბობს „ MVRDV“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვაინი მაასი, - „თვალის გულში აუდიტორიაა, რომელიც გარემოს აირეკლავს და შენობის 360 გრადუსის პანორამულ ხედებს იძლევა.“ კომპანიამ ეს აუდიტორია რეკორდულად მცირე დროში, სულ რაღაც, სამ წელიწადში ააშენა. თავად, წიგნის თაროები არაჩვეულებრივ საშუალებას იძლევა მათზე დასხდეთ და, ამავდროულად, სართულებზე, მათი საშუალებით იმოძრაოთ. რაც შეეხება, კუთხეებსა და მოსახვევებს, ისინი სივრცეს შემდეგნაირი გამოსაყენებლი მიზნებისთვის ასტიმულირებენ: კითხვისთვის, გადაადგილებისთვის, შეხვედრებისთვისა თუ უბრალოდ სადისკუსიოდ. ერთად კი შენობის „თვალის“ ფორმას ქმნიან: რომ დაინახო და დაგინახონ.

წყარო: www.boredpanda.com
წყარო: www.boredpanda.com
წყარო: www.boredpanda.com
წყარო: www.boredpanda.com

ბიბლიოთეკის ტიპური ფუნქციონირების გარდა, ის განათლების ცენტრიცაა და პარკისა და კულტურული უბნის დამაკავშირებელი წერტილიც. მიუხედავად იმისა, რომ ფუტურისტული შენობა 2017 წლის, პირველ ოქტომბერს გაიხსნა, მიმზიდველი არქიტექტურისა და ინტერიერის ფოტოებმა, სოციალური მედია უკვე ააფეთქა.

წყარო: www.boredpanda.com
წყარო: www.boredpanda.com
წყარო: www.boredpanda.com
წყარო: www.boredpanda.com

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

დაბალსართულიანი სახლები - უარყოფითი ურბანული ცვლილებების გადაწყვეტა

მოდელი „დაბალსართულიანობა, მაღალი სიმჭიდროვე“ ეს არის იმ სქემების კომბინაცია, რასაც ურბანული, ასევე საგარეუბნო განვითარება მოიცავს

219
ნახე მეტი
არქიტექტურა

გაეცანით ექსტრავაგანტულ და საინტერესო არქიტექტურულ და დიზაინის კონცეპტის მქონე გამოფენებს

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხშირად იმართება არქიტექტურული თუ დიზაინის კონცეპტის მქონე ღონისძიებები და გამოფენები.

209
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]