ინტერიერი

ბუნების სინთეზი საცხოვრებელ გარემოში - ფიტოდიზაინი და მისი დადებითი მხარეები

მცენარის მნიშვნელობა არქიტექტურაში - ვრცლად ფიტოდიზაინისა და მისი გამოყენების შესახებ...

273

ფიტოდიზაინი არის საცხოვრებელი გარემოს, კულტურისა და ბუნების სინთეზი ინტერიერში. მცენარის მნიშვნელობა არქიტექტურაში განუზომლად დიდია დასაბამიდან: ბერძნული ორდერით დაწყებული, თანამედროვე ორგანიკით დამთავრებული, ის დეკორირებისა და სიმბოლირების შეუცვლელი ხერხია. ფიტოდიზაინის დახმარებით თითქოს სიცოცხლის სიმბოლო შეგვაქვს საცხოვრებელ თუ სამუშაო გარემოში, რაც თანამედროვე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ასე მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ფიტოდიზაინის ასოცირება მხოლოდ ფასადებსა და გარე პროექტებთან ხდება, დიზაინერები გვირჩევენ მცენარის ინტერიერში უხვად შეტანას, რადგან ფიტოდიზაინს რამდენიმე დადებითი მხარე აქვს.

წყარო: Lauren Bamford

ლოგიკურია, რომ გამწვანებულ ინტერიერში ბევრად ნაკლებია სტრესისა და გადაღლილობის შემთხვევები. დადასტურებულია ისიც, რომ მცენარეები ფილტრავენ ჰაერს, დაავადებების გავრცელების რისკებს საგრძნობლად ამცირებენ და ხმაურისგან იცავენ გარემოს.ალბათ, სწორედ ამ თვისებების გამო გახდა ტრენდული მცენარეებისა და მათი აქსესუარების ინტერიერში გამოყენების დანერგვა.

წყარო: Homeklondike.org

არქიტექტურა ყოველთვის წინ უსწრებს მოვლენებს, ამ ფაქტითაა გამოწვეული ის, რომ მსოფლიო დიზაინერებისა და არქიტექტორების ყურადღება თითქმის მთლიანად მიიპყრო ეკოლოგიურმა გარემომ და ბუნების როლმა ჩვენს ცხოვრებაში. დღესდღეობით, ინტერიერის დიზაინერები გვთავაზობენ ‘მწვანე არტს’ ოთახში, სადაც ცარიელი კედლის ადგილს მთლიანად მცენარეული ალტერნატივა იკავებს. შესაძლებელია დეკორატიულ მცენარეს ნეიტრალურ ტონში გადაწყვეტილ სათავსოში კონტრასტის შემოტანის როლიც დაეკისროს. ასეთი გადაწყვეტილებები ინტერიერში უბრალო და მდიდრულ იერს აძლევს თქვენი ცხოვრების სტილს.

წყარო: Svoya Studio

აღსანიშნავია, რომ ბუნების ელემენტი თითქოს სივრცის კიდევ ერთი მაცხოვრებელია, რაც მასსა და ადამიანებს შორის გარკვეული ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, იქნება ეს პასუხისმგებლობა, კმაყოფილება თუ მზრუნველობა.

წყარო: Lauren Bamford

კმაყოფილების შეგრძნება გიჩნდებათ მაშინაც, როცა ფიტოდიზაინი გეხმარებათ ინტერიერის გადაწყვეტისას უკვე დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში. ტენიანობისა და სინათლის რაოდენობის მიხედვით სწორად არჩეულმა მცენარემ, შეიძლება გაახალისოს უღიმღამო ინტერიერი, ან იაფფასიანი ავეჯი უკეთ წარმოაჩინოს. მაგალითად, თბილი, პასტელური მისაღები ოთახი შეიძლება ფართოფოთლოვანი მცენარით გავალამაზოთ. საძინებლისთვის კი მხოლოდ პატარა, ქოთნის მცენარეებია მისაღები.

წყარო: Home-designing.com

ყველაზე საინტერესო კი, ალბათ, ისაა, რომ ფიტოდიზაინს სულ უფრო მეტი ფუნქციური დატვირთვა აქვს არქიტექტურაში. კვლევების შედეგად ახლა მცენარეთა ტექნიკური გამოყენების შესაძლებლობებზე უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე ოდესმე. ამიტომაც, თუ თქვენ ზონებისა და დონეების გამოყოფა მცენარით გადაწყვიტეთ, ან კედელის ტრადიციულ სტრუქტურაზე უარი თქვით, ეს არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს.

აგრეთვე იხილეთ: ფიტოდიზაინის მნიშვნელობა და მცენარეების როლი ინტერიერის დიზაინში

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

როგორ შევარჩიოთ მოსახერხებელი ავეჯი? ერგონომიკის როლი ავეჯის დიზაინში

ერგონომიკა კომპლექსური მეცნიერებაა და მისი მისიაა შეისწავლოს ადამიანის სხეულის ურთერთობა გარემოსთან, მისი შესაძლებლობები და ფუნქციები...

314
ნახე მეტი
ინტერიერი

იაპონური სტილი ინტერიერის დიზაინში - სიახლე, რომლისკენაც ისწრაფოდა ევროპა!

აღმოსავლური, განსაკუთრებით იაპონური კულტურის როლი განუზომელია თანამედროვე არქიტექტურაში. იაპონური სტილი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც დღევანდელი ჩვენი საცხოვრებელი სივრცე მთლიანად მისი ტრადიციებისგანაა ინსპირირებული.

262
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]