ექსტერიერი

ბუნება ჩვენს საცხოვრებელ გარემოში ანუ როგორ გავამწვანოთ აივანი და ტერასა მარტივად

ფართის სიმცირისა და დროის უქონლობის გამო, მწვანე სივრცეებმა ოთახებში, აივნებსა და ტერასებზე გადაინაცვლა.

318

მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან ურბანისტებმა და ეკოლოგებმა ნელ-ნელა დაიწყეს იმ საჭიროებებისა და პრობლემების გაანალიზება, რაც კაცობრიობის წინაშე დგას. ამიტომაც, ეკო-ქალაქის, მწვანე გარემოსა და საზოგადოებრივი სივრცეების პროცენტული წილი ქალაქებში გაიზარდა. თუმცა, დიდ ქალაქში ადამიანების ცხოვრების წესი მთლიანად შეცვლილია და ისინი საზოგადოებრივ სივრცეს, სკვერებსა და პარკებს იშვიათად იყენებენ. ამიტომაც, უფრო მოსახერხებელი გახდა ჯანსაღი გარემოს სახლში, საცხოვრებელში შემოტანა. ფართის სიმცირისა და დროის უქონლობის გამო, მწვანე სივრცეებმა ოთახებში, აივნებსა და ტერასებზე გადაინაცვლა. რა თქმა უნდა, ამ ხრიკებით პარკების ჩანაცვლება შეუძლებელია, თუმცა ის მაინც ჯანსაღი, ფუნქციური და ესთეტიური დანამატია ინტერიერი დიზაინისთვის.

მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან ურბანისტებმა და ეკოლოგებმა ნელ-ნელა დაიწყეს იმ საჭიროებებისა და პრობლემების გაანალიზება, რაც კაცობრიობის წინაშე დგას. ამიტომაც, ეკო-ქალაქის, მწვანე გარემოსა და საზოგადოებრივი სივრცეების პროცენტული წილი ქალაქებში გაიზარდა. თუმცა, დიდ ქალაქში ადამიანების ცხოვრების წესი მთლიანად შეცვლილია და ისინი საზოგადოებრივ სივრცეს, სკვერებსა და პარკებს იშვიათად იყენებენ. ამიტომაც, უფრო მოსახერხებელი გახდა ჯანსაღი გარემოს სახლში, საცხოვრებელში შემოტანა. ფართის სიმცირისა და დროის უქონლობის გამო, მწვანე სივრცეებმა ოთახებში, აივნებსა და ტერასებზე გადაინაცვლა. რა თქმა უნდა, ამ ხრიკებით პარკების ჩანაცვლება შეუძლებელია, თუმცა ის მაინც ჯანსაღი, ფუნქციური და ესთეტიური დანამატია ინტერიერი დიზაინისთვის.

წყარო: kucastil.rs
წყარო: kucastil.rs

აივანი ჩვენი სახლის ის ადგილია, რომელიც ღიაა გარემოსთვის. ეს ის სივრცეა, სადაც ჩვენ დამღლელი დღის შემდეგ ვისვენებთ, სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ და დადებითი ემოციებით ვიმუხტებით. უმჯობესია, აივნის გალამაზებას ახლავე თუ დაიწყებთ. არ არის საჭირო, აივანი ან ტერასა უსარგებლო ნივთების ნავსაყუდელად ვაქციოთ. ჩვენ ალტერნატიულ გზას გთავაზობთ - მის გამწვანებას. სანამ აივნის გამწვანებას დაიწყებთ, მოაშორეთ ყველა ის ნივთი, რომელსაც არ იყენებთ. ასევე გაითვალისწინეთ სხვა პუნქტებიც: 1. აივნის ინტერიერის დაგეგმვა. 2. იმ მცენარეების გამოყოფა, რომელიც აივანზე უნდა დადგათ. 3. შესაბამისი კონტეინერების მოძიება. თუ პატარა აივანი გაქვთ, არ ღირს უამრავი და სხვადასხვა ზომის ყვავილის ქოთნების დადგმა. უმჯობესია, ისინი მწკრივად განათავსოთ მოაჯირის გარეთა ან შიგნითა მხარეს. ასევე რეკომენდებულია, ერთი დიდი კონტეინერის ყვავილების კომპოზიციით მორთვა. ყვავილები ისე უნდა გაიზარდოს, რომ ერთმანეთს ავსებდეს. ვერტიკალური გამწვანება არაჩვეულებრივი ვარიანტია სივრცის დასაზოგად და ორიგინალური ინტერიერის შესაქმნელად. აივნის კედლებზე, სხვადასხვა დონეზე, ის მცენარეები გამოიყენეთ, რომლებსაც გრძელი ჩამოკიდული ღეროები აქვთ. ამ შემთხვევაში წითელი ყვავილოვანი პეტუნიები, ნემსიწვერები და დიხონდრა არაჩვეულებრივი არჩევანი იქნება. ყუთებში ჩარგული მხოხავი მცენარეები აივნის გისოსებს დაუმაგრეთ. ეს შესანიშნავი ხრიკია მათთვის, ვისაც ცნობისმოყვარე მეზობლების მზერა აწუხებს. ამ ხერხით თქვენ ყვავილოვანი კედლის ილუზიას შექმნით. ამისთვის ყველაზე შესაფერისი მცენარე აბილილია.

წყარო: kucastil.rs
წყარო: kucastil.rs

რაც შეეხება ტერასას, ის აივანთან შედარებით უფრო დიდია. ამიტომ, აქ თავისუფლად შეგიძლიათ, სხვადასხვა ზომისა და ფორმის კონტეინერები რიგში ჩააწყოთ. კონტეინერების მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ისინი ადვილად გადასაადგილებელია და მათი დადგმა ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ ზოგი მცენარისთვის გადაადგილება საჭიროა. ეს იცავს მათ ქარისა და მზისგან. თუ სახლში მცენარეები გაქვთ, გახსოვდეთ, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, სასურველია მათი ივანზე გადატანა. სახლის ამ ნაწილში სინათლე და მზის შუქი უფრო მეტია, ვიდრე ოთახში. ტემპერატურა კი ღამით ბევრად თბილია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეც აქვს. ეს ზევითაც აღვნიშნეთ: მზე, ქარი და წვიმა, რომელიც საერთოდ აფუჭებს მცენარეებს.

წყარო: 66squarefeet.blogspot.com
წყარო: 66squarefeet.blogspot.com

ზაფხულისთვის აივანზე შემდეგი მცენარეები გაზარდეთ: პელარგონია, ქლოროფიტუმი, ალოე, უკადრისა, ბეგონია, ფუქსია და ამარალისი. ფანჯრიანი აივანი, აღმოსავლეთ ან დასავლეთ მხარეს, განკუთვნილია დიდი მცენარეებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, რომელთა ადგილის ხშირი ცვალებადობა არ შეიძლება. მაგალითად, ჰორტენზია ზუსტად ამ გარემოს შეესაბამება. მზის მოყვარული მცენარეები ცუდად გაიზრდებიან, თუ მათ ჩრდილოეთის მხარეს დავდგამთ. ასევე ისინი ვერ ძლებენ აღმოსავლეთ მხარესაც, სადაც ტემპერატურა ყველაზე მაღალია. ამ მხრივ კარგი არჩევანი კაქტუსები და სუკულენტები იქნება. თუ თანამედროვე ტენდენციები გაინტერესებთ, იცოდეთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება პეტუნიებს ეთმობათ. მისი მრავალ სახეობა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი სურფუნიაა, რომლის ყვავილები სადა და ორ სხვადასხვა ფერშია. ბეგონია ყვავილოვან მცენარეებში დედოფალია. მისი ყვავილი თეთრი, ყვითელი, ღია-წითელია. ხარობს მაისის ბოლოდან დაზამთრებამდე.

წყარო: enko.biz
წყარო: enko.biz
წყარო: freshdesignpedia.com
წყარო: freshdesignpedia.com

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

რა დატვირთვა აქვთ ვარდებს ბაღის ექსტერიერის დიზაინში და როგორ უნდა შევარჩიოთ ისინი?

ვარდი იყო და დარჩება ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ნაზ ყვავილად. მას ხშირად ლანდშაფტური პროექტების გასაფორმებლად იყენებენ.

304
ნახე მეტი
ექსტერიერი

ეკო-მეგობრული ინსტალაციები, როგორც თანამედროვე ხელოვნების საინტერესო ფორმა

ბუნების დაცვისკენ მიმართული ხელოვნება მთელ რიგ შემოქმედებით პროცესს მოიცავს: ბუნებასთან ისტორიული მიდგომებით დაწყებული, პოლიტიკური და ეკოლოგიური ტიპის სამუშაოებით დამთავრებული.

246
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]