ექსტერიერი

ბაღის დეკორირება ექსტერიერის დიზაინში და 2017 წლის საინტერესო ტრენდები

თუ ბაღის დეკორირებას გადაწყვეტთ, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით: ბაღის რა ნაწილისა და სივრცის გამოყოფა შეგიძლიათ სპეციალური დეკორირებისთვის?

351

თუ ბაღის დეკორირებას გადაწყვეტთ, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვით: ბაღის რა ნაწილისა და სივრცის გამოყოფა შეგიძლიათ სპეციალური დეკორირებისთვის? რა საქმიანობისთვის გჭირდებათ თავად ბაღი? შეიძლება აქ გარეთა სამზარეულოს მოწყობას გეგმავთ, ან სტუმრებისთვის გასართობი სივრცის შექმნა გსურთ. შეიძლება ეს საერთოდაც ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო არე იყოს ან უბრალოდ ადგილი - სადაც დაისვენებთ, წაიკითხავთ და განიტვირთებით. რა რაოდენობის თანხა გჭირდებათ? ეს დაგეხმარებათ ზუსტად დაგეგმოთ და განსაზღვროთ დეკორირებისთვის საჭირო ბიუჯეტი. რაც შეეხება კერძოდ ბაღის დეკორირებას, სწორად და ფრთხილად შერჩეული ორნამენტები ბაღს განსხვავებულ და უნიკალურ სივრცედ აქცევს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ცხოველის ორნამენტი, ბაღის ქანდაკება თუ შადრევანი იქნება, ის ბაღის სტილსა და დიზაინს უნდა შეესაბამებოდეს. მაგალითად, იტალიური სტილის ბაღის ქანდაკება შეუსაბამო იქნებოდა თანამედროვე სტილის ბაღთან.

წყარო: youtube.com
წყარო: youtube.com

2017 წელს ბაღის დიზაინში ფართოდ გავრცელებულია ბალიშების გამოყენება, რომლებიც ფერადი პრინტით ხასიათდება. ბაღის ავეჯისთვის კი პოპულარული მასალა ბუნებრივი, მოქსოვილი მატერიაა. ეს უკანასკნელი თქვენს სივრცეში რეტრო ატმოსფეროს შემოიტანს, ამიტომ დაივიწყეთ პლასტიკური ხე, თუ გამომწვარი რკინა. აქვე, მოზაიკური მაგიდებიც არ კარგავენ პოპულარობას. ისინი შეიძლება იყოს ბუნებრივი ქვისგან, კერამიკისა თუ მინისგან დამზადებული. სწორად და სტრატეგიულ ადგილას დადებული ბაღის სკამები დეკორატიულად და სახალისოდ გამოიყურება. ბაღის დეკორში აუცილებლად შადრევნებიც შემოიტანეთ. ისინი მშვიდ ატმოსფეროს ქმნიან, რაც თქვენი რელაქსაციისთვის არაჩვეულებრივი ვარიანტი იქნებოდა. ფერადი პატერნის ხალიჩები ასევე ერთ-ერთი ტრენდული აქსესუარია 2017 წლის ბაღისთვის. აქსესუარების ფერები კი ცისფერსა და მწვანეს შორის მერყეობს. ეს ფერები ზღვასა და ოკეანეს მოგაგონებთ. ბუნებით ინსპირირებული ფერები ჩვენს სიმშვიდესაც, თავისთავად, ხელს უწყობს.

წყარო: youtube.com
წყარო: youtube.com

ბაღის ყველაზე საინტერესო დეკორად გარე განათება გვევლინება. ნათურების დაკიდვის უამრავი კრეატიული გზა არსებობს. მაგალითად, შეგიძლიათ ისინი ხეებს შორის დაკიდოთ, მათ ქვემოთ კი - ჰამაკი მოათავსოთ. ვინტაჟური კიბეების გამოყენებით მინი-პერგოლა შექმენით, სადაც ნათურებს ჩამოკიდებთ. ეს ბაღში სინათლეს კარგად გაავრცელებს და ვიზუალურადაც ულამაზესი იქნება. უკვე რამდენიმე წელია ხეებზე შემოხვეული ნათურები პოპულარობას არ კარგავს. 2017 წლისთვის კი ტრენდულია ნათურებისთვის ფერადი ქაღალდების, ქსოვილების, დროშების დამატება.

წყარო: browzer.net
წყარო: browzer.net

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

როგორ შევარჩიოთ სწორად საცურაო აუზი ჩვენი ეზოსთვის? რჩევები დიზაინერებისგან

სახლის ეზოში დამონტაჟებული საცურაო აუზები ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა ხოლმე.

443
ნახე მეტი
ექსტერიერი

სათამაშო სივრცის დადებითი გავლენა ბავშვის განვითარებაზე

საჯარო სივრცის სიჯანსაღე იმით განისაზღვრება, თუ რა დოზით წარმოადგენს ის საზოგადო წყაროს.

419
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]