ექსტერიერი

ბაღის ბილიკების მნიშვნელობა ექსტერიერის დიზაინში

როგორც საერთო, საზოგადოებრივი პარკების, ისე კერძო ტერიტორიების შემთხვევში ბაღის ბილიკებს მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვთ შეთავსებული.

541

როგორც საერთო, საზოგადოებრივი პარკების, ისე კერძო ტერიტორიების შემთხვევში ბაღის ბილიკებს მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვთ შეთავსებული. ბილიკი არის, როგორც ლანდშაფტური დიზაინის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ისე კომფორტული მიმოსვლის, ზონირების და დეკორირების საშუალება. ბილიკების სწორი განლაგება საშუალებას მოგცემთ, რაც შეიძლება ცოტა დრო და ენერგია დახარჯოთ ბაღში გადაადგილების დროს. ამავდროულად, ლანდშაფტურ ელემენტებთან შერწყმული დიზაინი და დეკორაცია საშუალებს მოგცემთ შექმნათ კრეატიული და მიმზიდველი გარემო. მცირე ფართობის ბაღებშიც კი აუცილებელია პატარა ბილიკის გაკეთება კომორტული, უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

თუ მხოლოდ ფიზიკურ პარამეტრებზე ვისაუბრებთ, მაშინ მიმდებარე ტერიტორიისა და ბაღის ნაკვეთებზე დაფუძნებული ძირითადი მოთხოვნა არის ერთი ობიექტიდან მეორეზე უმოკლესი მანძილის არსებობა. მაგრამ ეს კრიტერიუმი ხშირა ლადშაფტის დიზაინის ესთეტიკას ეწინააღმდეგება - მიხვეულ-მოხვეული ბილიკები ლამაზ, რომანტიკულ და ზოგჯერ იდუმალ იერს აძლევს ბაღს, თუმცა ამავდროულად აგრძელებს გზას და გადაადგილება უფრო ჭიანურდება. პირობითად, მიწის ნაკვეთის ყველა ბილიკი დაყოფილია ორ, ძირითად და მეორეხარისხოვან ნაწილებად. ფუნქციურობიდან გამომდინარე, ძირითადი ბილიკი უნდა იყოს ფართო, დაახლოებით 1-1,5 მეტრის სიგანის. ხოლო მეორეხარისხოვანი ბილიკებს შესაძლებელია იყოს არაუმეტეს 50 სანტიმეტრისა სიგანეში. ამავდროულად უნდა ვიცოდეთ, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული ბაღის ბილიკების მასალაზე. თუ ჩვენ სტანდარტული ზომების მზა მასალას ვიყენებთ (აგური, ბეტონი, ქვის ფილები), მაშინ ბილიკის ფართობიც მათი რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.

თუ ვისაუბრებთ ბაღის ბილიკების ესთეტიკურ თვისებებზე, მაშინ ისინი გარეგნულად უნდა შეესაბამებოდეს ეზოების ან ნაკვეთების დეკორაციის ზოგად კონცეფციას. მაგალითად, თუ ბუნებრივი ქვა მონაწილეობს სახლის, ან სხვა შენობის ფასადის გაფორმებაში, მაშინ ლოგიკურია ამ მასალის გამოყენება ბაღის ბილიკის შესაქმნელად. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ბაღის ბილიკების ძირითადი ფუნქცია გადაადგილების გამარტივებაა. ასევე, ის თავისუფლად ითავსებს კარგი დეკორის როლს. მისი გამოყენებით თქვენ არა მხოლოდ ექსკლუზიურ ლანდშაფტის დიზაინს შექმნით, არამედ განახორციელებთ თქვენს შემოქმედებით შესაძლებლობეს და დიზაინერულ იდეებს.

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

როგორ მოვაწყოთ ბაღის თანამედროვე და კომფორტული ოთახი-პრაქტიკული რჩევები დიზაინერებისგან

ბაღის ოთახი თქვენს სახლს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს. თუ გაქვთ ზედმეტი სივრცე, აუცილებლად იფიქრეთ ამ იდეაზე!

629
ნახე მეტი
ექსტერიერი

“ლოულაინი” - მსოფლიოში პირველი მიწისქვეშა პარკი და ახალი ხედვა ლანდშაფტის დიზაინში

ქალაქში, მწვანე სივრცის არსებობის აუცილებლობამ გამოიწვია არქიტექტორების, დიზაინერებისა და ინჟინრების გაერთიანება, ეკოლოგიური საკითხების ირგვლივ.

464
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]