ექსტერიერი

ბაღი, როგორც ზღაპრული ადგილი და მისი მოვლისა და გაშენების პრაქტიკული რჩევები დიზაინერებისგან

მებაღეობა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო საქმიანობაა, რომელიც ეხმარება ადამიანს სიმშვიდის შენარჩუნებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.

636

მოდერნისტული რევოლუციიდან მოყოლებული დამკვიდრდა აზრი, რომ ხარისხიანი ცხოვრებისთვის ყველა მაცხოვრებელზე, გარკვეული ფართობის მწვანე სივრცე უნდა იყოს გამოყოფილი. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს საერთო, ურბანული, მწვანე სივრცე, პარკი თუ ბაღი. ხარისხიანი ცხოვრებისთვის გარემოში - ინტერიერი იქნება ეს, ფასადი თუ მიწის ნაკვეთი, აუცილებელია სიმწვანე და რა თქმა უდნა, ეს მწვანე ადგილები აუცილებლად მოითხოვს მოვლასა და მოფრთხილებას. მებაღეობა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო საქმიანობაა, რომელიც ეხმარება ადამიანს სიმშვიდის შენარჩუნებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. თუ თქვენ მებაღეობა გიტაცებთ, გაქვთ მიწის ნაკვეთი, სადაც ბაღის გაშენებას აპირებთ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ მცენარეების და მცირე ფორმების არჩევა ბაღისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახლისთვის რემონტი და ინტერიერის მოწყობა.

წყარო: gardendesignidea.com
წყარო: gardendesignidea.com

პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხილული ღობე, კედელი ან მესერი ბაღს უფრო პატარად და დახშულად წარმოაჩენს. ამიტომ აუცილებელია ღობის ბუნებრივად შენიღბვა. მაღალი მცენარეები საუკეთესო საშუალებაა ღობის შესანიღბავად, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ისინი არ უნდა დაირგოს ერთ მწკრივად. შექმენით ცრუ პერსპექტივა და გამწვანებით სივრცე თანდათან გაშალეთ. ღობის ან კედლის ბუნებრივად შენიღბვისთვის კარგია მოყვავილე ხვიარები, რომლებიც სხვადასხვა ფერის ყვავილს ისხამს. მაგალითად მშვენიერი არჩევანი იქნება გლიცინია, დაშვებული იისფერი ან თეთრი ყვავილებით.

წყარო: gardendesignidea.com
წყარო: gardendesignidea.com

ბაღში ასევე უმნიშვნელოვანესია ყვავილებისა და ფოთლების ფერი. დაყავით ბაღი თემატურად მცენარეების ფორმისა და ფერების მიხედვით, ასე ბაღში კონკრეტულ განწყობას შეიქმნით. თუ გსურთ, რომ ბაღი ერთფერიანი მცენარეებით აავსოთ გაითვალისწინეთ, რომ ფერის შესარბილებლად კარგი იქნება სხვადასხვა ტონების გამოყენება. ასე მაგალითად: თეთრი ფერის ყვავილებს, რომლებსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ შეგიძლიათ შეურიოთ კრემისფერი, ღია ვარდისფერი, ყვითელი ან ცისფერი ყვავილები. რაც შეეხება კაშკაშა ფერებს: წითელი, მუქი ვარდისფერი ნარინჯისფერი ყვავილები თქვენს ბაღს აუცილებლად გაახალისებს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ არ შეიძლება კაშკაშა ფერის ყვავილების ბაღის ბოლოში დარგვა, ასე თქვენი ბაღი უფრო პატარა გამოჩნდება. ყვავილებთან ერთად აუცილებლად დარგეთ ბოსტნეული და მწვანილები, ისინიც გამოირჩევიან ფერადი ფურცლებით და ბაღის გალამაზებასთან ერთად, მნიშვნელოვანი პრაქტიკული დანიშნულება აქვთ. დღეს უკვე დიდი ფუფუნებაა საკვები პესტიციდების გარეშე და თუ თქვენ მცირე ფართობი მაინც გაქვთ მცენარეების მოსაყვანად, ის აუცილებლად უნდა დაუთმოთ საკვებ მცენარეებს.

წყარო: hgtv.com
წყარო: hgtv.com

ბაღის მცენარეების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ სეზონურობაც. ისინი, ისე უნდა შეირჩეს, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს თავისებურად ლამაზი იყოს. დარგეთ უცუნა, ასტრები, ქრიზანთემები, ყოჩივარდები და გეორგინები, როლებიც გვიან შემოდგომას ყვავილობენ. კროკოსმია და რუდბეკია ზაფხულში იწყებენ ყვავილობას და ადრე შემოდგომამდე აგრძელებენ. ზამთრის ბაღისთვის კი კარგია მარადმწვანე მცენარეები, ასევე ხარისძირა, ქონდარა ზამბახი და სხვ. დარწმუნებული ვარ, მცირედი მონდომების შედეგად აუცილებლად შესძლებთ ლამაზი და სასიამოვნო გარემოს შექმნას თქვენს ბაღში. ნელნელა შემატეთ თქვენს ბაღს სხვადასხვა მცენარეები და ძალიან მალე თქვენი ქმნილებით აუცილებლად შესძლებთ ტკბობას.

წყარო: flowerpicturegallery.com
წყარო: flowerpicturegallery.com
წყარო: architecture.com
წყარო: architecture.com

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

როგორ შევარჩიოთ სწორად საცურაო აუზი ჩვენი ეზოსთვის? რჩევები დიზაინერებისგან

სახლის ეზოში დამონტაჟებული საცურაო აუზები ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა ხოლმე.

695
ნახე მეტი
ექსტერიერი

ბაღის განათების ტიპები და მათი მნიშვნელობა ექსტერიერის დიზაინში

ბაღის განათება ინტერიერის მნიშვნელოვან ელემენტად გვევლინება. ვიზუალური კონტენტის გარდა, ის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიცაა.

627
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]