არქიტექტურა

ალგორითმებით შემუშავებული შთამბეჭდავი ელბფილარმონია ჰამბურგში

ელბფილარმონიის შენობის კომპლექსი მოიცავს: ფილარმონიის დარბაზს, კამერული მუსიკის დარბაზს, რესტორნებს, ბარებს, პანორამულ ტერასას, საიდანაც ჰამბურგის ულამაზესი ხედები ჩანს, ბინებს, სასტუმროსა და ავტოსადგომს.

565

„Kaispeicher“-ზე დაშენებული ელბფილარმონია ჰამბურგში მდებარეობს და ის ადგილია, რომელიც ყველაზე მეტმა ადამიანმა იცის, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ამჩნევდნენ. ამჟამად კი, ეს არის სოციალური, კულტურული და ყოველდღიური ცხოვრების ცენტრი არა მარტო ჰამბურგის მაცხოვრებლებისთვის, არამედ იმ ტურისტებისთვისაც, რომლებიც ამ სილამაზის სანახავად, მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.

„Kaispeicher“-ზე დაშენებული ელბფილარმონია ჰამბურგში მდებარეობს და ის ადგილია, რომელიც ყველაზე მეტმა ადამიანმა იცის, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ამჩნევდნენ. ამჟამად კი, ეს არის სოციალური, კულტურული და ყოველდღიური ცხოვრების ცენტრი არა მარტო ჰამბურგის მაცხოვრებლებისთვის, არამედ იმ ტურისტებისთვისაც, რომლებიც ამ სილამაზის სანახავად, მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.

წყარო: www.archdaily.com
წყარო: www.archdaily.com

კულტურული ცენტრი ხშირად მხოლოდ პრივილეგირებულ ადამიანებს ემსახურება. ამ შემთხვევაში, ახალი ფილარმონიის საჯარო ატრაქციად გადაქცევა, არა მარტო შთამბეჭდავ და მიმზიდველ არქიტექტურას მოითხოვს, არამედ მის კავშირს ურბანულ სამყაროსთან. ელბფილარმონიის შენობის კომპლექსი მოიცავს: ფილარმონიის დარბაზს, კამერული მუსიკის დარბაზს, რესტორნებს, ბარებს, პანორამულ ტერასას, საიდანაც ჰამბურგის ულამაზესი ხედები ჩანს, ბინებს, სასტუმროსა და ავტოსადგომს. ეს მრავალფეროვნება ერთ შენობაშია გაერთიანებული. ფილარმონია „„Kaispeicher“-ზე არის დაშენებული. ეს უკანასკნელი ორიგინალისა და არქაულის შეგრძნებას დაგიტოვებთ, თავად ფილარმონიას კი მდიდრული და საუცხოო ატმოსფერო აქვს. ამ ორს შორის ადგილი საჯარო და პრივატული სივრცეების საბადოა.

წყარო: www.archdaily.com
წყარო: www.archdaily.com

კომპლექსის გულში თავად ელბფილარმონიაა. შენობის ტიპოლოგიამ არქიტექტურული რეფორმები განიცადა, რითაც მაქსიმალურად დაახლოვა ხელოვანი და მისი მსმენელი - აუდიტორია - ერთმანეთთან. ეს თითქოს ფეხბურთის სტადიონსაც წააგავს. 2 100 ადგილიანი საკონცერტო დარბაზი და 550 მსმენელისთვის განკუთვნილი სიმფონიური მუსიკის დარბაზი მდიდრული, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს გვერდით მდებარეობს. ომის შემდგომ ეპოქაში აშენებული „Kaispeicher“ თანამედროვე, ინტერნაციონალურ ცენტრად ტრანსფორმირდა. თავად ეს კონსტრუქცია ვერნერ კალმორგენმა 1963-66 წლებში ააგო. თავდაპირველად ის საწყობი იყო, დღესდღეობით კი სოლიდური შენობაა, რომელიც ახალი ფილარმონიის ბურჯია.

წყარო: www.boredpanda.com
წყარო: www.boredpanda.com

ელბფილარმონიის აშენებაზე 7 წელი და ორიგინალ ბიუჯეტზე 82 მილიონი დოლარით მეტი დაიხარჯა. მასზე შვედმა არქიტექტორებმა ჟაკ ჰერზოგმა და პიერ დე მეურონმა იზრუნეს. იაპონელმა აკუსტიკოსმა, იასუჰისა ტოიოტამ, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარე უოლტ დისნეის საკონცერტო დარბაზის გაფორმებაში იღებდა მონაწილეობას, ლომის წვლილი შეიტანა ჰამბურგის ფილარმონიის მოწყობაშიც. შუშის ფასადი მრგვალი პანელების ნაწილებისგან შედგება. ზოგიერთი მათგანი ღიად არის მოჩუქურთმებული. ეს ყველაფერი ისეთ ილუზიას წარმოქმნის, თითქოს ძველი შენობა ახალ სივრცედ არის გარდაქმნული. გიგანტური კრისტალი ცასა და წყალს ირეკლავს. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი ნამუშევარია!

წყარო: www.boredpanda.com
წყარო: www.boredpanda.com

არქიტექტორებმა საკონცერტო დარბაზის აუდიტორიისთვის ალგორითმი შეიმუშავეს - 10 000 უნიკალური აკუსტიკური პანელი. თითოეული მათგანი დამზადებულია თაბაშირის ბოჭკოებისგან და შეიცავს ერთ მილიონ „უჯრედს“, რომლებიც, თავის მხრივ, ჭერთან, კედლებთან და ცენტრალური აუდიტორიის მოაჯირეებთან არის დაკავშირებული. როცა ხმა პანელებს „ხვდება“, „უჯრედები“ მას აყალიბებენ და ტალღების მსგავსად მთელ დარბაზში ავრცელებენ. არ არსებობს ორი ერთნაირი პანელი, რომელიც ხმას ერნაირად გაავრცელებს. ერთობლივი მხარდაჭერით, არქიტექტორებმა, დაბალანსებული ექო შექმნეს.

წყარო: www.boredpanda.com
წყარო: www.boredpanda.com

ეს შენობა მართლაც რომ სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმიდან გადმოტანილ ფუტურისტულ ნაგებობას მოგაგონებთ.

ჩვენ გირჩევთ

არქიტექტურა

შენობები საციგურაო ბილიკებით - როგორ გამოიყურება მომავლის არქიტექტურა!

ბეიჯინგის სავაჭრო ცენტრის სახურავზე მოწყობილ ბაღს ტალღოვანი, მრუდე გზა ექნება. ზამთარში კი ის ხელოვნური თოვლის ფენებით დაიფარება.

499
ნახე მეტი
არქიტექტურა

მოდერნისტული მემორიალების აბსტრაქტული არქიტექტურა და მათი საინტერესო მნიშვნელობა

მემორიალი სტრუქტურა ან ქანდაკებაა, რომელიც გარდაცვლილი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის საპატივცემულოდ იგება.

578
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]