დეკორაცია

აქცენტი ფერად აქსესუარებზე - კონცეპტუალური ინტერიერი ეთნო ელემენტებით

კონცეპტუალური დიზაინის ინტერიერი ავეჯის და სხვა ნივთების ფერების და ფაქტურების ნაზავით იქმნება...

633

კონცეპტუალური დიზაინის ინტერიერი ავეჯის და სხვა ნივთების ფერების და ფაქტურების ნაზავით იქმნება. სწორი შეხამებით და ბუნების ელემენტებთან შერწყმით ტენდენციური პრინტები სახლის გაფორმების უამრავ იდეას შთაგაგონებთ. ყურადღებას ორიგინალური ფაქტურის ნოხებზე და სხვადასხვა ეფექტურ აქსესუარზე ვამახვილებთ.

კონცეპტუალური დიზაინის ინტერიერი ავეჯის და სხვა ნივთების ფერების და ფაქტურების ნაზავით იქმნება. სწორი შეხამებით და ბუნების ელემენტებთან შერწყმით ტენდენციური პრინტები სახლის გაფორმების უამრავ იდეას შთაგაგონებთ. ყურადღებას ორიგინალური ფაქტურის ნოხებზე და სხვადასხვა ეფექტურ აქსესუარზე ვამახვილებთ.

ნოხი

ფილმ The Big Lebowski-ს მოყვარულებს, სავარაუდოდ, კარგად გახსოვთ განაწყენებული ჯეფ ლებოვსკის ფრაზა, ნოხს რომ მოპარავენ: „It really tied the room together“, (ის მართლაც კრავდა ოთახს) — ეუბნება მეგობარს. ეს, რაღათქმაუნდა, ხუმრობით, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ ოთახის ინტერიერში ნოხს მართლაც გადამწყვეტი სიტყვის თქმა შეუძლია. იმისათვის, რომ თქვენს საცხოვრებელში კონცეპტუალური გარემო შექმნათ, ფერადოვანი და შავ-თეთრი პრინტებით გაფორმებული ელემენტების შერევას გირჩევთ. რაც შეეხება ავეჯს, არჩევანი გეომეტრიული ფორმებით კონსტრუირებულ, მინიმალისტურ მაგიდაზე შეაჩერეთ.

აქცენტირებული დეტალები

გადასაფარებლის და ბალიშების შეხამება ოთახს დასრულებულ ელფერს შესძენს. გახსოვდეთ, რომ სისადავის და სიჭრელის ბალანსი მკაცრად უნდა დაიცვათ, ინტერიერი რომ არ გადაიტვირთოს: ხავერდის ფაქტურის პუფთან ერთად ოთახში ნეიტრალური — შავი ან რუხი ფერის გადასაფარებლების გამოყენებას გირჩევთ, რომლებსაც ფერადი ბალიშები იდეალურად მიესადაგება. სიმყუდროვის ასოციაციის გასაძლიერებლად იქვე ხის მასიური სანათი განათავსეთ.

ჩვენ გირჩევთ

დეკორაცია

დეკორირების მნიშვნელობა ინტერიერში

სახლის დიზაინის შექმნა საკუთარი სურვილების გათვალისწინებით იწყება.

199
ნახე მეტი
დეკორაცია

შექმენით შთამბეჭდავი გარემო მარტივად - დეკორირების მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში

ზოგიერთ ჩვენგანს, რედეკორირებისა თუ რემონტის დროს თავში უამრავი ახალი იდეა ებადება, რომლის განხორციელებაც სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

271
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]