ექსტერიერი

ახალი წელი იაპონიაში ანუ როგორ ხვდება დღესასწაულს ამომავალი მზის ქვეყანა!

იაპონელები, ახალი წლის ღამეს განსაკუთრებული და საინტერესო ტრადიციებით აღნიშნავენ.

206

ამომავალი მზის ქვეყანა - ასე მოიხსენიებენ ხოლმე აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ულამაზეს ქვეყანას, იაპონიას. ეს უკანასკნელი, ახალი 2017 წლისთვის უამრავი გასართობითა და აქტივობით გამოირჩევა. იაპონელები, ახალი წლის ღამეს განსაკუთრებული და საინტერესო ტრადიციებით აღნიშნავენ ხოლმე. მაგალითად, ისინი ამ დროს სატელევიზიო პოპულარულ მუსიკალურ შოუს „kohaku uta gassen“-ს უყურებენ ან ტაძარს სტუმრობენ. ახალი წელი იაპონიაში წელიწადის ის დროა, როცა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ქვეყანა ტრადიციებს უბრუნდება.

ამომავალი მზის ქვეყანა - ასე მოიხსენიებენ ხოლმე აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ულამაზეს ქვეყანას, იაპონიას. ეს უკანასკნელი, ახალი 2017 წლისთვის უამრავი გასართობითა და აქტივობით გამოირჩევა. იაპონელები, ახალი წლის ღამეს განსაკუთრებული და საინტერესო ტრადიციებით აღნიშნავენ ხოლმე. მაგალითად, ისინი ამ დროს სატელევიზიო პოპულარულ მუსიკალურ შოუს „kohaku uta gassen“-ს უყურებენ ან ტაძარს სტუმრობენ. ახალი წელი იაპონიაში წელიწადის ის დროა, როცა თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ქვეყანა ტრადიციებს უბრუნდება.

წყარო: fastjapan.com
წყარო: fastjapan.com

1873 წლამდე იაპონელები ახალ წელს მთვარის კალენდრით აღნიშნავდნენ (ჩინელების მსგავსად), თუმცა მეიძის ეპოქის შემდეგ გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდნენ. ოდესღაც დასვენება მთელი იანვარი გრძელდებოდა, თუმცა დღესდღეობით იაპონელები 28 დეკემბრიდან 4 იანვრამდე ისვენებენ ხოლმე. უკვე დეკემბრის დასაწყისში კი საახალწლო სავაჭრო მარკეტებსა და ბაზრებს შეხვდებით. ზუსტად აქ შეგიძლიათ იყიდოთ საჩუქრები, სუვენირები, თილისმები, რიტუალური ნივთები.

წყარო: news.com.au
წყარო: news.com.au

უძველესი იაპონური ტრადიცია, ჰაცუმოდე 2017 წლის პირველ იანვარს, განსაკუთრებული ხალხმრავლობით ჩატარდა. ამ ტრადიციის მიხედვით იაპონელები, ახალი წლის ღამეს ტაძრებისკენ სალოცავად მიემართებიან. წელსაც სენსოჯის ცნობილი ბუდისტური ტაძარი ყურადღების ეპიცენტრში იყო. ახალი წელი იაპონელებმა ზარების რეკვით გააცილეს. ტრადიციის თანახმად 12 საათზე ზარი 108-ჯერ დარეკეს. ეს იმიტომ, რომ იაპონურ რწმენაში რიცხვი 108 ადამიანურ ცოდვებს განასახიერებს.

წყარო: jpninfo.com
წყარო: jpninfo.com

ამომავალი მზის ქვეყანაში არამხოლოდ ტრადიციების მიმდევარი ადამიანი ერთობა ახალ წელს. მათ, ვისაც ხალხმრავალ ადგილას უყვარს ამ დღის აღნიშვნა, უამრავი არჩევანი აქვთ. წვეულებების მოსაძებნად ორი არაჩვეულებრივი ადგილი არსებობს: შინჯუკუ და შიბუია. პირველ მათგანზე ღამის კლუბები, ბარები, კაფეები, რესტორნები, საუნები შეგხვდებათ. მოკლედ, ეს ყველაზე ენერგეტიკული ადგილია ახალი 2017 წლის გასატარებლად. შიბუიაზე კი დიდი ტელევიზორის ეკრანია დამონტაჟებული. ტოკიოში საშობაო განათება ოქტომბრის ბოლოდან მონტაჟდება. ზოგჯერ მას თებერვალში, ვალენტინობის დღემდეც არ ხსნიან. საღამოობით ტოკიოს განათება რომანტიკულ ატმოსფეროს ქმნის შეყვარებული წყვილებისთვის. შოპინგი ნომერ პირველი საახალწლო აქტივობაა ტოკიოში. ყველაზე დიდი მაღაზია გინზაში მდებარეობს, რომელიც ახალი წლისთვის არაჩვეულებრივად დეკორირდება ხოლმე.

წყარო: fastjapan.com
წყარო: fastjapan.com

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იაპონიაში განსაკურებული ყურადღება ექცევა გარე გარე, საახალწლო განათებას. 250 000 ლედ განათება ამშვენებს შიოდომეს ქუჩას მუსიკის თანხლებით. ნაკამეგურო ასევე ათასობით ლედ განათებით არის შემკული, რომელიც 500 მეტრიან გზას ქმნის. მეგურო-გავა მინაზე კი ხეები ვარდისფერი განათებებით არის მორთული. ისინი ალუბლის ყვავილობას განასახიერებენ. ომოტესანდროკში 30 000 ლედ განათებაა, რომელიც ფერს იცვლის ხოლმე. ებისუს ბაღი ზღაპრულ ფერებშია მორთული. აქ შეხვდებით უზარმაზარ ჭაღებსა და ბრწყინვალე ზარებს.

წყარო: fastjapan.com
წყარო: fastjapan.com

ტოკიო დომის ქუჩის განათება კი 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. აქ ორი მილიონი ლედ-განათებაა დამონტაჟებული. წლევანდელი თემა „ სიყვარულით იტალიას“ წარმოადგენს და ეძღვნება იაპონია - იტალიის ურთიერთობის 150 წლისთავს. გინზას ქუჩის განათება კი კლასიკურ ვარიანტშია გადაწყვეტილი. მისი ნახვა თებერვლის შუა რიცხვებამდე შეგეძლებათ. განათება იყენებს 65 %-ით ნაკლებ ენერგიას. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაძვის ხე ტოკიოს ცენტრში დგას. მისი სიმაღლე 14 მეტრია და ის, იაპონიაში ყველაზე დიდი ნაძვის ხეა. ასევე აქვეა დამონტაჟებული 280 000 ლედ განათება და ახალი „ვარსკვლავიანი ცის“ ტექნოლოგია. „მოგზაურობა კოსმოსში“,- ასე გამოიყურება წლევანდელი თემა.

წყარო: fastjapan.com
წყარო: fastjapan.com

ჩვენ გირჩევთ

ექსტერიერი

ყველაფერი ბაღების გაშენების კულტურის შესახებ

ბაღების გაშენება ძველი სამყაროდან იღებს სათავეს და ის თითქმის ყველა კულტურას ახასიათებს.

461
ნახე მეტი
ექსტერიერი

თანამედროვე ხიდები, როგორც ეკოლოგიური მდგრადობისა და ინოვაციური დიზაინის კარგი მაგალითი

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში დიზაინერული და საინჟინრო ინოვაციები მუდმივად გვაოცებს.

209
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]