ინტერიერი

აფრიკული სტილი - ეგზოტიკური და ბუნებრივი ინტერიერი საცხოვრებელ გარემოში

აფრიკის კონტინენტის თითოეულ ქვეყანას, თავისი დამახასიათებელი ინტერიერის დიზაინის სტილი აქვს, თუმცა ყველა მათგანს აფრიკული სტილის უნივერსალური შტრიხები აერთიანებს.

255

ალბათ გაგაკვირვებთ ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ინტერიერის დიზაინის ინსპირაციათა უმრავლესობა, მხოლოდ ორი მთავარი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან მოდის. ჩვენ ხშირად ვაწყდებით დასავლურ კონცეფციებს, რომლებიც სათავეს ევროპული ქვეყნებიდან იღებენ და დიზაინის სტილს, რომელსაც ეგზოტიკური ფესვები აქვს. დღეს ზუსტად ეგზოტიკურ, აფრიკულ სტილზე ვისაუბრებთ. აფრიკის კონტინენტი უამრავ ქვეყანას მოიცავს: მაროკოს, ეგვიპტეს, სამხრეთ აფრიკას, ნამიბიას, მოზამბიკს და სხვ. თითოეულ ქვეყანას თავისი დამახასიათებელი ინტერიერის დიზაინის სტილი აქვს, თუმცა ყველა მათგანს აფრიკული სტილისთვის დამახასიათებელი უნივერსალური შტრიხები აერთიანებს. აფრიკული სტილის დეკორი, უმეტესწილად, ბუნებისგან არის შთაგონებული. ფერადი ქსოვილები, ველური ბუნება, ტრადიციული ხის ორნამენტების განსხვავებული სახეობები - აი რატომ შეიძლება მოგეწონოთ აფრიკული სტილის დიზაინი. საბედნიეროდ, მრავალი გზაა იმისთვის, რომ აფრიკული სტილი თქვენს საცხოვრებელ გარემოში დანერგოთ. მდიდარი და ღრმა ფერები დაწყვილებულია ბუნებრივ კომპონენტებთან - ეს ყველაფერი კი ნებისმიერ სივრცეს კომფორტულობის შეგრძნებას მატებს. აფრიკული სტილი იყენებს მიწიერ ტონს და ბუნებრივ მატერიებს.

წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com

როცა საქმე აფრიკული სტილით დეკორირებას მიადგება, არ იფიქროთ, რომ ოთახი დეკორაციული ნიღბებით, სურათებით, სკამებით, მაგიდებით ან სხვა საგნებით უნდა აავსოთ. რაც უფრო ნაკლები, მით უკეთესი - ეს აფრიკული სტილის მთავარი წესია. მისთვის დამახასიათებელია ბეტონის იატაკი. ეს განპირობებულია იმით, რომ აფრიკული კლიმატი ცხელია, ბეტონის იატაკი კი სიცივეს ინარჩუნებს. თუ ზუსტად ამ ტიპის იატაკის დაგებას დააპირებთ, გირჩევთ, რომ ზევიდან სქელი სიზალის ჭილოფი დააფინოთ. რაც შეეხება კედლებს, აირჩიეთ ნეიტრალური ჩრდილები, როგორებიცაა, კრემისფერი, ყავისფერი ან ჩალისფერი. ასევე შეგიძლიათ ორი, ერთმანეთისგან საპირისპირო კედელი, გამომწვარი თიხის ფერით შეღებოთ. აფრიკული დიზაინის ერთ-ერთი პოპულარული ასპექტი სტრუქტურული საღებავია. ეს არის საღებავი, რომელსაც ზედაპირზე წასმისას, აქვს ქვიშის ტიპის უხეში ტექსტურა. რადგანაც აფრიკული სტილის ფესვები, თავისთავად, აფრიკის ცხელ კონტინენტზე გვხვდება, მისთვის დამახასიათებელი მთავარი ფერები თბილი ფერებია. ძირითადად, თქვენ შემდეგ ფერებს შეხვდებით: ყვითელი, წითელი, ყავისფერი, ღია მოყავისფრო–მოყვითალო ფერი, ფორთოხლისფერი, რძისებრ-თეთრი. როგორც ხედავთ, ცივი ფერები მინიმუმამდე არის დაყვანილი. შესაბამისად, აფრიკული სტილისთვის დამახასიათებელი ფერები ოთახს გაანათებენ, განსაკუთრებით ცივ და უმზეო დღეებში.

წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com

სახლისთვის განკუთვნილი საგნები, აფრიკაში, ბუნებრივი მატერიებისგან არის დამზადებული. ესენია: ჩალა, ხე, თიხა და ფოთლები. თუ თქვენი სახლისთვის მსგავსი სტილის დეკორირებას გადაწყვეტთ, აუცილებლად ბუნებრივი მატერიებისგან დამზადებული ნივთები გამოიყენეთ. მაგალითად, აირჩიეთ ნაქსოვი ფარდები ფანჯრებისთვის და ხის ჩარჩოები სურათებისთვის. აფრიკული დიზაინის სქემისთვის ხე აუცილებელი კომპონენტია. ინტერიერში აუცილებლად გასათვალისწინებელია ეთნიკური დიზაინები. ზებრას პატერნი მათ შორის ყველაზე პოპულარულია. თუმცა, არ გეგონოთ, რომ თქვენს სახლში აფრიკული სტილის დასანერგად, მხოლოდ ზებრას ზოლებიანი ხალიჩის დაგებაა საკმარისი. კარგი იქნება თუ ამ სტილს, სხვა დიზაინის სტილს შეუხამებთ. მაგალითად, შეგიძლიათ ტროპიკული სტილი მოიშველიოთ. ასე თქვენი საცხოვრებელი გარემო უფრო ეგზოტიკურ ელფერს შეიძენს.

წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com
წყარო: impressiveinteriordesign.com

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

ოთახი, რომელიც თქვენს შვილებთან ერთად "იზრდება"!

გთავაზობთ ინტერიერის გაფორმების პრაქტიკულ იდეებს, რომელთა დამსახურებითაც, თქვენ შვილებთან ერთად, მათ ოთახებიც "გაიზრდებიან"...

219
ნახე მეტი
ინტერიერი

როგორ გამოვიყენოთ პიტნის ფერი ჩვენი სახლის ინტერიერის დიზაინში?

პიტნის ფერი ბოლო პერიოდში გახდა პოპულარული. ის გამოიყენება, როგორც ტანსაცმლის დიზაინაში, ასევე მასალების, ავეჯის და სხვადასხვა აქსესუარების წარმოებაშიც.

246
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]