ინტერიერი

2019 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

2019 წელი უკვე უამრავ საინტერესო ცვლილებას გვთავაზობს სხვადასხვა ასპექტში

778

2019 წელი სულ ახლახანს დადგა და უკვე უამრავ საინტერესო ცვლილებას გვთავაზობს სხვადასხვა ასპექტში. რა თქმა უნდა, ახალი წელიწადის დადგომასთან ერთად ყველა მზადაა სასიამოვნო ცვლილებებისთვის და ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ, ვინც თავისი საცხოვრებელი გარემოს მოწყობას აპირებს. თუ თქვენ წელს სახლის ინტერიერის განახლებას გეგმავთ, მაშინ სწორედ ის დროა, რომ 2019 წლის იტერიერის დიზაინის ტრენდებს გაეცნოთ და დიზაინერების რჩევების გათვალისწინებით, მოაწყოთ თანამედროვე და მყუდრო გარემო თქვენს სახლში.

2019 წელი სულ ახლახანს დადგა და უკვე უამრავ საინტერესო ცვლილებას გვთავაზობს სხვადასხვა ასპექტში. რა თქმა უნდა, ახალი წელიწადის დადგომასთან ერთად ყველა მზადაა სასიამოვნო ცვლილებებისთვის და ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ, ვინც თავისი საცხოვრებელი გარემოს მოწყობას აპირებს. თუ თქვენ წელს სახლის ინტერიერის განახლებას გეგმავთ, მაშინ სწორედ ის დროა, რომ 2019 წლის იტერიერის დიზაინის ტრენდებს გაეცნოთ და დიზაინერების რჩევების გათვალისწინებით, მოაწყოთ თანამედროვე და მყუდრო გარემო თქვენს სახლში.

ნატურალური ელემენტები - წინა წლისგან განსხვავებით, რომლის დეკორშიც ჭარბობდა თანამედროვე ტექნოლოგიური ნივთები, წელს მიმართულება იცვლება და ის ისეთი ბუნებრივი ელემენტებისკენ იხრება, როგორებიცაა ქვა, სპლენძი, გრანიტი, ბეტონი და ა.შ. ეს ელემენტები დაგეხმარებათ სახლში, ნებისმიერ სივრცეში დაამკვიდროთ ორგანული და წყნარი გარემო.

ხავერდის ავეჯი - გინდ დაიჯერეთ, გინდ არა ხავერდის ავეჯი ჯერ კიდევ წინა წელს ძველმოდურ ტონად ითვლებოდა, თუმცა წელს ყველაფერი შეიცვალა და ახლა ხავერდი, იტერიერის დიზაინშიინში, მდიდრულ და მხიარულ აქცენტად ითვლება. უკვე უამრავი დიზაინერი თვლის, რომ სწორედ ხავერდის ავეჯი იქნება 2019 წლის მთავარი სახასიათო ელემენტი, ასე რომ თუ ავეჯის განახლებას ფიქრობთ აუცილებლად დაუთმეთ ყურადღება თანამედროვე ხავერდოვან ავეჯს.

ყვავილების პატერნი - მიუხედავად იმისა, რომ ყვავილების პატერნით სახლის გალამაზება უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია, წელს დიზაინერები ახალი პროპორციების, ფერთა შეთანხმების და განახლებული კომბინაციების ტანდემს გვპირდებიან.

აქცენტი სპილენძზე - მოვარდისფრო ოქროსფერი 2018 წლის მთავარი ტრენდი იყო, თუმცა 2019 წელი ნაკლებ ვარდისფერ ოქროს და მეტ სპილენძისფერ ფერთა გამას გვპირდება. წითელის, ფორთოხლისფერის და მუქი ტონლობების წყალობით სპილენძი ახალ წელიწადს დიზაინში სუფთა ჰარივით გვევლინება. თქვენ მარტივად შეგიძიათ შეიძინოთ სხვადასხვა ფორმისა და ზომის მეტალის დეკორატიული ნივთები და ასე, შემოიტანოთ სპილენძის ტრენდი თქვენს სახლში.

მდიდარი ფერთა პალიტრა - მიუხედავად იმისა, რომ მქრალი ფერები გეხმარებათ თავიდან აიცილოთ სივრცის შეგრძნება, დიზაინერებს მიაჩნიათ, რომ 2019 წელს უპირატესობა სწორედ უფრო თამამ ფერებს მიენიჭებათ. გამდიდრებული ფერთა გამა, თქვენს ავეჯს უფრო მიმზდიველს გახდის. წელს განსაკუთრებით აქტუალურია მყვირალა წითელი, ვარდისფერი, ყვითელი და ბუნებრივი მწვანე ფერები.

ჩვენ გირჩევთ

ინტერიერი

ბოჰემური სტილი - თავისუფალი და მრავალფეროვანი დიზაინი საცხოვრებელ გარემოში

თუ თქვენ ხელოვანი ადამიანი ხართ, გიყვართ თავგადასავლები, აღმოჩენები და 60-70-იანი წლების კულტურა, მაშინ იცოდეთ რომ ბოჰემური სტილი თქვენი

350
ნახე მეტი
ინტერიერი

გამორჩეული რეტრო სტილი თანამედროვე ინტერიერის დიზაინში

60-იანი წლების სტილი ნამდვილად იყო გამორჩეული სიტყვა მოდისა და დეკორაციის სამყაროში.

245
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]