საცხოვრებელი გარემო

2018 წლის ყველაზე ორიგინალური ნაძვის ხეები

2018 წელი ახლოვდება და მსოფლიო ახალი წლის შესახვედრად უკვე ემზადება. მრავალ ქვეყანაში ულამაზესი ნაძვის ხეებიც დაიდგა.

749

2018 წელი ახლოვდება და მსოფლიო ახალი წლის შესახვედრად უკვე ემზადება. მრავალ ქვეყანაში ულამაზესი ნაძვის ხეებიც დაიდგა. ზოგი მათგანი მინიმალისტურ სტილშია შესრულებული, ზოგი კი თავისი მულტიფერებით გაგაკვირვებთ. აი, როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ორიგინალური, 2018 წლის, ნაძვის ხეები. ბრაზილია მსოფლიოს წელსაც აოცებს: სან პაულოში, იბირაპუერას პარკში, ბრაზილიელებმა, ულამაზესი ნაძვის ხე აღმართეს. ის ტურისტების ყურადღების ცენტრში უმალვე მოექცა. ახალი წლის ტრადიციული სიმბოლო ზუსტად პარკის ცენტრში დადგეს. 40 მეტრის სიმაღლისა და 15 მეტრის სიგანის ხე, 2017 წლის 25 ნოემბრიდან 2018 წლის 6 იანვრის ჩათვლით, იდგება. რაც შეეხება ხარჯს, მას, მთლიანად, სპონსორი კომპანია, კოკა-კოლა, ფარავს.

წყარო: www.gettyimages.com
წყარო: www.gettyimages.com

იაპონიაში კი 10 ნოემბრიდან 8 იანვრამდე „სასწაული შობა“ აღინიშნება. ფესტივალი უნივერსალ სტუდიოს მიერ იმართება და ოსაკას პარკში ტარდება. აქ ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც ნაძვის ხეს შეხვდებით. ის უკვე შევიდა გინესის რეკორდების წიგნშიც, როგორც მსოფლიოში ყველაზე განათებული ხე. ამ საახალწლო სიმბოლოს 350 000-ზე მეტი ნათურა აქვს.

წყარო: www.travelcaffeine.com
წყარო: www.travelcaffeine.com

პარიზის გალერეა ლაფაიეტში კი თვალისმომჭრელი ნაძვის ხე დგას - არც მეტი, არც ნაკლები - ათასობით გიგანტური შაქარყინულითა და მულტიფერადი ბუშტით გაფორმებული. ეს ნამდვილად არასტანდარტული და თანამედროვე ხეა, რომელის მსოფლიოში ცნობილ სავაჭრო ცენტრში აღიმართა. ამ ულამაზესი საახალწლო სიმბოლოს დანახვა მესამე სართულიდან, სტარბაქსის განყოფილებიდან, შეგიძლიათ. თუ მას კარგად დააკვირდებით, ნახავთ, თუ როგორ იწყებენ ბუშტები ცეკვას.

წყარო: www.haussmann.galerieslafayette.com
წყარო: www.haussmann.galerieslafayette.com

დიდ ბრიტანეთში კი ყველაზე დიდი ნაძვის ხე მორთეს. ეს უკანასკნელი 1890 წელს დარგეს და 20 წელია რაც უკვე მის დიზაინზე ზრუნავენ. დაახლოებით, 1 800 ნათურა, 36 მეტრიანი ხისთვის მომზადდა. ის ვეიკჰარსტის ცნობილ ბოტანიკურ ბაღში მდებარეობს. ხის მორთვის პროცესი 2 დღე მიმდინარეობდა. მისი ნახვა დამთვალიერებელს 18 დეკემბერიდან 5 იანვრამდე შეეძლება.

წყარო: www.housebeautiful.co.uk
წყარო: www.housebeautiful.co.uk

ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლში, კი განსაკუთრებულად ემზადებიან. წლევანდელი საახალწლო თემა ის ტრადიციებია, რომლებმაც დროს გაუძლო. 6-მეტრიანი ნაძვის ხე 21 ნოემბერს მიიტანეს და მას პირველი ლედი, მელანია ტრამპი, შვილთან, ბერონთან, ერთად დახვდა. 2018 წლის ოფიციალური ნაძვის ხე მინის ორნამენტებითაა მორთული. თითოეული მათგანი ამერიკის თითოეულ შტატსა და ტერიტორიას აღნიშნავს.

წყარო: www.edition.cnn.com
წყარო: www.edition.cnn.com

ჩვენ გირჩევთ

საცხოვრებელი გარემო

ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში

სატრანსპორტო რევოლუციამ მთლიანად შეცვალა თანამედროვე ადამიანის ცხოვრება. ყველაფერი უფრო სწრაფი, მარტივად ათვისებადი და ხელმისაწვდომი გახდა

807
ნახე მეტი
საცხოვრებელი გარემო

ხეზე აშენებული სახლების დადებითი გავლენა ბავშვებზე და მათი უპირატესობები

ხეზე აშენებული პატარა სახლები ყოველთვის ასოცირდებოდა იმ ადგილად, სადაც ბავშვები თამაშობენ, იკრიბებიან და ერთობიან მეგობრებთან ერთად.

1208
ნახე მეტი

ჩატვირთვა

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 20

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]