მეტრა დეველოპმენტი

აქ შენი ახალი ისტორიის დასაწყისია

დაახლოებით 10 წლის წინ, ქალაქში ცხოვრება უფრო მეტად კომფორტული რომ გაგვეხადა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია, რომელიც ადამიანებს შესთავაზებდა გამორჩეულ საცხოვრებელ გარემოს და განუწყვეტლივ იზრუნებდა მათ მყუდროებასა და სიმშვიდეზე. სწორედ ამიტომ 2007 წლიდან ვმუშაობთ იმ პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურისა და ხარისხის თანხვედრით, კომფორტულ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ წარმოსახვას რეალობად აქცევს.

დაარსებიდან დღემდე, “მეტრა დეველოპმენტის” მიზანი საცხოვრებლად იდეალური ადგილის შექმნაა. მაგრამ როგორია იდეალური სივრცე? ჩვენთვის ის დახვეწილი, თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც მაცხოვრებლებს ქალაქის ხმაურისგან იცავს, მიუხედავად იმისა, მდებარეობს ის ცენტრალურ უბანში, თუ მის მიმდებარედ.

ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, კვალიფიციური კადრების დახმარებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე განვახორციელეთ. ამჟამად, “მეტრა პარკის” სახით, ყველასთვის სასურველი, მყუდრო დასახლების შექმნაზე ვმუშაობთ. თბილისის ცენტრთან მდებარე მრავალსახლიანი საცხოვრებელი კომპლექსი გახლავთ სახე იმ იდეისა, რომელიც ზუსტად გამოხატავს ჩვენს წარმოდგენას სრულყოფილ სახლთან დაკავშირებით - გამორჩეული არქიტექტურის, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდი გარემო ქალაქის ცენტრთან ახლოს.

მრავალწლიანი გამოცდილებით, ჩვენმა გუნდმა დაამკვიდრა ცხოვრების ახალი სტანდარტი, რომელიც ინფრასტრუქტურის არა მხოლოდ შექმნას, შენარჩუნებასაც გულისხმობს. ამიტომაც შევიმუშავეთ “მეტრა სერვისი”, რომლის საშუალებითაც ყოველდღიურად ვზრურნავთ სივრცის უსაფრთხოებაზე, მწვანე საფარის მოვლაზე, სადარბაზოების დასუფთავებასა და პერიოდულად ტერიტორიის ახალი ნარგავებით გამდიდრებაზე. სწორედ ამ სერვისებისა და სტანდარტების ერთობლიობით ვქმნით მობინადრეების ახალი ისტორიის დასაწყისს.

ჩვენი
პარტნიორები
METRA G R O U P

კონტაქტი

ოფისი:

ზურაბ საკანდელიძის ქუჩა 21

ადმინისტრაცია:

+995 32 2 604445 +995 32 2 604445

გაყიდვები:

+995 32 2 237575 +995 32 2 237575

[email protected]