EN RU ქარ მოძებნე ბინა
1
მეტრა პარკი ბაგები

მეტრა პარკი ბაგები

ეკოლოგიურად სუფთა გარემო ქალაქის ცენტრთან

მიმდინარე

“მეტრა დეველოპმენტი” სათავეში უდგას ახალი უბნის, “მეტრა პარკი”-ს დასრულება-განვითარებას. “მეტრა პარკი” გახლავთ სრულიად ახალი უბანი თბილისში, ბაგების რაიონში. პროექტის კონცეფცია ეხმიანება ისეთ ყოფით აუცილებლობას, როგორიცაა მწვანე უბანი ქალაქის შუაგულში. ეს იმას ნიშნავს, რომ სიმწვანეში ჯანსაღი ცხოვრება დღეს უკვე ქალაქის ცენტრალურ უბანშიც შესაძლებელი, ხელმისაწვდომი და ადვილად მისადგომია.
“მეტრა პარკი” დაპროექტებულია იბერიის არქიტექტურული სტუდიისა და “არტ სტუდიო პროექტი”-ს მიერ.
“მეტრა პარკი”-ს დასახლება შედგება 20 საცხოვრებელი სახლისაგან. ბინების სიდიდე ფართობის მიხედვით 60-დან 240 კვ. მეტრამდე გახლავთ, მათი სართულიანობა კი 2 და 6-ს შორის მერყეობს.
არჩევანისას მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორიცაა ოჯახის შემადგენლობა, ბიუჯეტი, სრულად არის გათვალისწინებული პროექტრიებისას. აქ ასარჩევადაა განსხვავებული პროექტები - მომცრო სტუდიიდან დაწყებული, მრავალ საძინებლიანი ბინებით დამთავრებული.
თითოეული ბინისათვის გათვალისწინებულია თითო მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც ლიფტის საშუალებით დაუკავშირდება საცხოვრებელ სართულებს.
ვისაც სურს შეიძინოს ბინა თბილისში, ეკოლოგიურად სუფთა უბანში, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით აშენებულ სახლში, მაშინ „მეტრა პარკი“ თქვენი გონივრული არჩევანია! აქ არ იყიდება მხოლოდ ბინები თბილისში, აქ არის სუფთა გარემო, სიმყუდროვე და თქვენი კომფორტისათვის აუცილებელი ყველა პირობა. თქვენ არ შეგაწუხებთ გამონაბოლქვი, ტრანსპორტისა და მეზობლების ხმაური, გაუმართავი ელექტროობა, წყალსადენი მილები, პრობლემები ზამთარში სახლის გათბობასა და ზაფხულში გაგრილებასთან დაკავშირებით. თუ გადაწყვიტეთ ბინის ყიდვა თბილისში, „მეტრა პარკი“ თქვენი ოცნების სახლის პარამეტრებით არის შექმნილი.

ბინების ჩაბარების კონდიცია:

metra standard logo
metra standard
    1. მოჭიმული იატაკი
    2. გათბობის მილები
    3. გალესილი კედლები
    4. ელექტროობა, ვენტილაცია, გაზი
    5. მეტალოპლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯარა
    6. კერამო გრანიტით მოპირკეთებული აივნები
    7. ბინაში შესასვლელი, OPENGALLERY -ს, მაღალხარისხიანი კარი MUL-T-LOCK -ის საკეტით;
    8. კანალიზაციის და წყლის დგარები
ბროშურის გადმოტვირთვა:

უპირატესობები

  • იტალიური კერამო გრანიტი აივნებზე და სადარბაზოებში

  • OTIS-ის ლიფტები

  • FUNDERMAX-ის მასალით მოპირკეთებული ფასადი

  • გათბობის მილები

  • გერმანული წარმოების, ენერგო ეფექტური WILO-ს ფირმის წყლის საქაჩები

  • იტალიური კერამო გრანიტი აივნებზე და სადარბაზოებში

ბინები და კომერციული ფართები

“მეტრა პარკი” 5.5 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მოიცავს. ტერიტორია გამწვანებულია ძირითადად წიწვოვანი ჯიშის ხეებით. მწვანე ნარგავებით დაკავებული ფართობების ხელშეუხებლობის მოტივით და სხვა ეკოლოგიურ ფაქტორთა გათვალისწინებით, განაშენიანება დაიკავებს რაც შეიძლება ნაკლებ ტერიტორიას. პროექტში გათვალისწინებულია მწვანე სკვერები და საბავშვო მოედნები.

“მეტრა პარკი”-ს შემქმნელებისათვის ტერიტორიაზე უსაფრთხოება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა რიგ პრიორიტეტებს შორის. ტერიტორიაზე იმოქმედებს დაცვის ვიდეოთვალის პრინციპით აღჭურვილი სისტემა.

აირჩიეთ სახლი სართულების და ბინების სანახავად

ყველა ბინის დათვალიერება ყველა კომერციული ფართის დათვალიერება 3D ტური Live

ადგილმდებარეობა

“მეტრა პარკი” მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ვაკის რაიონში, კერძოდ ბაგებში, თბილისი-წყნეთის გზატკეცილის დასაწყისში, მასთან უშუალოდ მიმდებარე მთის ფერდობზე. აქვეა სოციალური ინფრასტრუქტურის ყველა საჭირო ობიექტი: სავაჭრო პუნქტები, თბილისის გამორჩეული სარეკრეაციო და გასართობი ზონები (ვაკის პარკი, კუს ტბა), სპორტული ცენტრები (ვაკის საცურაო აუზი და ფიტნეს ცენტრი, ღია საცურაო აუზი და ფიტნეს ცენტრი “ნეპტუნი”), საელჩოები და დიპლომატიური წარმომადგენლობები. მიუხედავად იმისა, რომ ახალი, მშვიდი და მწვანე დასახლებაა, მარტივად მიუდგებით საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც, უბანი შექმნილია იმისათვის, რომ მაცხოვრებელებმა აქ თავი იგრძნონ ურბანული რეალობიდან მოშორებით, მყუდრო და პრივატულ გარემოში.