EN RU ქარ მოძებნე ბინა
Resource id #14
არქიტექტურა
99

უნიკალური ციფრული ხელოვნების მუზეუმი ტოკიოში

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ციფრული ხელოვნების მუზეუმი Mori Building-ი, რომელიც ტოკიოში მდებარეობს, არ გავს აქამდე შექმნილ არც ერთ მუზეუმს. ეს არის 1000 კვადრატული მეტრის ფართის სივრცე, რომელიც იყენებს 520 კომპიუტერს და 470 პროექტრს იმისათვის, რომ შექმნას გამოცდილება, რომელიც სტიმულირებას გაუკეთებს ხუთივე გრძნობას. იმისათვის, რომ ციფრული ხელოვნებისგან სიამოვნება მიიღოთ, მუზეუმი არ გთავაზობთ განსაზღვრულ კურს. აქ მთავარია თქვენს ცნობისმოყვარეობას და წარმოსახვას მისცეთ გასაქანი და საწყისად აირჩიოთ ნებისმიერი გზა.


წყარო: /www.pinterest.com


მუზეუმის განსაკუთრებულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ თქვენ ერთიდაიგივე მუზეუმში ორჯერ ვერასდროს მოხვდებით, რადგან ციფრული ხელოვნება დინამიური და მუდმივად ცვალებადია. სულ რამდენიმე წუთში, ერთ ადგილას დგომით, თქვენ შეგიძლიათ განიცადოთ სცენის ცვალებადობა, ფერთა აფეთქება, მზესუმზირათა წვიმა. შემდომ, როდესაც ისევ ამ წერტილში დაბრუნდებით, მიხვდებით რომ სეზონი შეიცვალა და ახლა საერთოდ სხვა რამის განცდა მოგიწევთ.


წყარო: /www.pinterest.com


ამ მუზეუმს ტყუილად არ უწოდებენ „საზღვრებს გარეშეს“ - ხელოვნება მოძრაობს თავისუფლად. დერეფნებში გადადგილების დროს თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ პერფომერების კამპანიაში, რომლებიც მუზეუმის ნაწილნი არიან.


წყარო: /www.pinterest.com


ციფრული ხლოვნების მუზეუმი იდეალურ ფონს ქმნის ესთეტიკური სურათების გადასაღებად. ორი ყველაზე პოპულარუი ინსტალაცია - „კრისტალის სამყარო“ და „რეზონანსული განათების ტყეა“. პირველი, ეს არის ოთახი, რომელიც მთლიანად სარკეებით და კაშკაშა ფერადი განათებებითაა დაფარული (განათების ფერ სურვილისამებრ ცვლით). მსგავსი სივრცეების არსი ისაა, რომ მნახველმა მიიღოს დაუვიწყარი შთაბეჭდილება და გამოცდილება იმისა, რომ ხელოვნებას არ აქვს საზღვრები და ადამინები მისი შემოქმედნი არიან. აქ უამრავ ისეთ პროექციას წააწყდებით, რომელიც თქვენი ხელის შეხებაზე რეაგირებენ და იცვლებიან.


წყარო: /www.pinterest.com


რაც შეეხება „რეზონანსული განათების ტყის“ სივრცეს, ეს ადგილი დიდი პოპულარობით სარგებლობს ბავშებში, რადგან ის სათამაშო სივრცეცაა. ბავშვებს თითოეული ახტომით, ან ხელის შეხებით შეუძლიათ შექმნან პლანეტები, შავი ხვრელები და მთლიანი კოსმოსური სამყარო.


წყარო: /www.pinterest.com



ჩვენი ქალაქები სავსეა მომნუსხველი მონუმენტებით, სკულპტურებით და ძეგლებით, რომლეიც თავის სათქმელს გადმოსცემენ.
2019 წელი ახლოვდება და სხვადასხვა ქვეყანა მას თავისებურად აღნიშნავს