EN RU ქარ მოძებნე ბინა
Resource id #14
არქიტექტურა
105

უცნაური და საინტერესო არქიტექტურული პროექტები მსოგლიო გარშემო

ინოვაციური ტექნოლოგიების აქტიურ გამოყენებას, არქიტექტურის განვითარებაში წარმოუდგენელი რეზულტატები აქვს. ამ სფეროში განხორციელებულ უამრავ შედევრზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, თუმცა ახლა გადავწყვიტეთ ყველაზე შთამბეჭდავი, განსხვავებული არქიტექტურული პროექტების პატარა კოლექცია წარმოგიდგინოთ.


წყარო: /www.pinterest.com


უჩინარი სახლი - სახლი, რომელსაც სარკის ფასადი აქვს წარმატებით ირეკლავს ადგილობრივ, ულამაზეს პეიზაჟს. ეს უნიკალური სახლი იტალიაში მდებარეობს და მისი შექმნის იდეაც იტალიელ არქიტექტორს, პიტერ პიხლერს ეკუთვნის. მან გადააადგილა ბლოკები იმისათვის, რომ სახლისთვის მეტი დინამიურობა შეეძინა, ხოლო მთელი შენობა პლატფორმაზე შედგა, რათა მისთვის სიმსუბუქის განცდა შეემატებინა.


წყარო: /www.pinterest.com


Pulp Pavilion by Ball-Nogues - მონუმენტს ჰქონდა შესანიშნავი სტრუქტურა და მატერია. ხისმაგვარი სვეტები შეიქმნა ხელნაკეთი ჯუთის თოკისგან, რომელიც შემოხვეულია მოსახსნელი ლითონის ძელზე და ტროსის ტოტებზე. ისტალაციის ფერი მიღებულია გადამუშავებული ნარჩენებისგან გაკეთებული ქაღალდით


წყარო: /www.pinterest.com


ტალღების პოეზია - უნიკალური შენობა, რომელიც პორტლენდში, აშშ-ი მდინარე ვილამენტთან მდებარეობს, ნამდვილად არის ყურადღების ღირსი. ეს სახლი თავისი უნიკალური დიზაინით იმსახურებს ყველაზე საოცარი, მცურავი სახლის ტიტულს. მისი მფლობელები ოცნებობდნენ ისეთი სახლში ეცხოვრათ, რომელიც შიგნიდანაც და გარედანაც საინტერესო ფორმებით იქნებოდა გამორჩეული. მათ შეძლეს და აისრულეს ოცნება. სახლის პანორამული ფანჯრიდან ხედი წყალზე იშლება, ხოლო უკანა ფასადი და კედლები ყრუა.


წყარო: /www.pinterest.com


Crown Ether by Olalekan Jeyifous – 15 მეტრის სიმაღლის, ფერადი ხის სახლი ამშვენებდა კოაჩელას ფესტივალს 2017 წელს, რომელსაც საკმაოდ დამაინტრიგებელი სიმბოლური დატვირთვა ქონდა - პლინტუსი დასვენებისთვის და ჩრდილი, დამალვისთვის. როგორც დიზაინერი ამბობს, ქვემოთ მდებარე სივრცე ქმნის შენობის მიუწვდომელ წრეს, რადგან უხსვარი დროიდან მოყოლებული, მთხრობელები, წინასწარმეტყველები, მოწაფეები და უბრალო ხალხი იკრიბებოდა მსგავს ადგილებში, რათა დაესვენათ და გაეცვალათ ერთმანეთში ჯერ არ მოყოლილი ისტორიები


წყარო: /www.pinterest.com


Loud Shadows by Plastique Fantastique - ხმამაღალი ჩრდილები, ასე ჰქვია სამი კომპონენტისგან შემდგარ გასაბერ სტრუქტურას, რომელიც ხვადასხვა ხელოვანების მიერ არის შექმნილი და მოიცავს ცეკვის, მუსიკის და არქიტექტურის სივრცეს. „პლასტიკის ფანტასტიკის“ პნევმატური არქიტექტურა მონუმენტურია, მობულირი და გამჭვირვალე. როგორც შემქნელები ამბობენ „მისი ეფემერული კანი გავლენას ახდენს გარემოზე იმდენად, რამდენადაც მისი შინაგანი სივრცე გარეთ შენანიშნავ ხედს გვაძლევს. ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც შერწყმულია ცეკვა, მუსიკა და გამოწვევა დროის აღქმის მიმართ.

2019 წელი ახლოვდება და სხვადასხვა ქვეყანა მას თავისებურად აღნიშნავს
შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული პერიოდია, რომელსაც დიდი სიხარულით ველოდებით.