EN RU ქარ მოძებნე ბინა
Resource id #14
არქიტექტურა
199

არქიტექტურა, რომელიც საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს

უკვე ბევრჯერ ვახსენეთ, რომ არქიტექტურა სინთეტური დარგია და იგი ხელოვნებასა და ინჟინერიას აერთიანებს. მისი ფუნქცია სივრცის ფორმირება და დატვირთვაა. სწორედ ამიტომ, ეს დარგი საზოგადოებისგან განცალკევებით არ დგას. შეუძლებელია იმან, რაც ჩვენს ცხოვრებაზე ყოველდღიურ გავლენას ახდენს, ჩვენგან დამოუკიდებლად იარსებოს. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში სოციალური ძვრები ძალიან სწრაფად ხდება. არქიტექტურა, უახლეს ტექნოლოგიებთან ერთად, მაინც ასწრებს მიაწოდოს ხალხს ზუსტად ის, რაც სჭირდება და მსოფლიო წესრიგში საკუთარი წვლილი შეიტანოს.


წყარო: /www.pinterest.com


ეკოლოგიურ პრობლემებზე აქტიურმა მსჯელობამ განაპირობა ის, რომ დღეს ყველამ ვიცით მათი მნიშვნელობა და გადაწყვეტილებების მიღება მათი გათვალისწინების გარეშე არ ხდება. პირველადი ეკოლოგიური პრობლემების რიცხვში შედის პლასტმასის გადამუშავებაც. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში წელიწადში 47 მილიონი პლასტმასის ბოთლი რჩება ნარჩენის სახით. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები უამრავ ღონისძიებას ატარებენ ამ რიცხვის შესამცირებლად, პლასტმასის ნარჩენების რაოდენობა არ იკლებს. აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა მშენებლობის ისეთი ტექნიკა, რომელმაც შესაძლოა უსახლკაროებისა და ეკოლოგიური პრობლემები ერთდროულად გადაჭრას. საქმე იმაშია, რომ აფრიკაში მოსახელობამ გადაწყვიტა პლასტმასის ბოთლებისგან სახლები აშენოს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შედეგად საკმაოდ მყარ კონსტრუქციას ვიღებთ. „ბოთლების კედლის ტექნიკა“ გერმანულმა კომპანიამ, Ecotec Environmental Solutions გამოიგონა. სწორედ კომპანია ატარებს ტრეინინგებს ნიგერიაში, ქვეყანაში, სადაც 16 მილიონ ადამიანს არ აქვს თავშესაფარი. ამ ტექნოლოგიას მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს. ცემენტის გამოყენების გარეშე, 8000 ბოთლით იქნა აშენებული ეკო-სახლი ჰონდურასის ეკოპარკში. სწორედ ეს სახლი იჭერს მწვანე გადახურვასაც, რომლის მასა დატენიანებისას 30 ტონასაც აღწევს. რაც შეეხება დიზაინს, ფერადი ბოთლის თავსახურები და მათი სხვადასხვანაირი წყობა საინტერესო კონცეფციებს ქმნის ინტერიერსა და ექსტერიერზე.


წყარო: /www.pinterest.com


გამორჩეულია არქიტექტორ ალეხანდრო არავიენას შემოქმედებაც, რომელიც პიონერია კოლაბორაციული, ძლიერი არქიტექტურისა. მისი შემოქმედება 21-ე საუკუნის მთავარი პრობლემების გადაჭრისკენაა მიმართული. არავიენას ნამუშევრები შეფასდა, როგორც ეკონომიური შესაძლებლობა ნაკლებ პრივილეგირებულთათვის და ნუგეში სტიქიით დაზარალებულთათვის. ზოგადად მისი პროექტები გამოირჩევა ენერგოეფექტურობითა და საზოგადოებრივი სივრცეების სიმრავლით. ეს კი შეიძლება ჩავთვალოთ თანამედროვე ურბანისტიკის გარკვეულ ხედვად. იმის ჩვენება, რომ არქიტექტურას შეუძლია ადამიანების ცხოვრების გამოსწორება, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო დროს საზოგადოება თანამედროვე არქიტექტურას ნიჰილისტურად უყურებს. არავიენასა და მისი გუნდისთვის განსაკუთრებულია სოციალური სახლების პროექტი, რომელიც ლტოლვილებისთვის და მიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად იდეალურია. არქიტექტორი გვთავაზობს საინტერესო მიგნებას: იგი აშენებს ნახევარ სახლს, იმ ნახევარს, რომელიც არქიტექტორზე, სივრცეზეა დამოკიდებული, მაგრამ ცარიელს ტოვებს იმ ნაწილს, რომელიც ადამიანმა უნდა შეავსოს, იმ ნახევარს, რომელსაც არქიტექტორი ვერ დაამთავრებს.


წყარო: /www.pinterest.com


მნიშვნელოვნია ასევე, პატარა სტარტაპი სახელად Getaway (გაქცევა, გაპარვა). სტარტაპის იდეა იყო ბოსტონის ცხოვრების რიტმისგან დაღლილი ქალაქელებისთვის შეეთავაზებინა ერთგვარი თავშესაფარი, რამდენიმე დღით. დამფუძნებლები, ბიზნესისა და სამართლის სტუდენტები არიან ჰარვარდის უნივერსიტეტში. ეს თავშესაფრები ჩვეულებრივი არ არის: კომპანია ქალაქელებს არქიტექტორებისა და დიზაინერების მიერ შექმნილ ძალიან პატარა სახლებს სთავაზობს, რომლებიც ბუნებრივ გარემოშია ჩადგმული. სტარტაპი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მალე Getaway-მ კოტეჯები ნიუ იორკის ჩრდილოეთითაც განათავსა. საინტერესოა, რამ წარმოშვა ურბანული გარემოდან „გაქცევის“ იდეა და რამ გახადა იგი ასე პოპულარული? დღეს მიკრო-ჰაუსინგის „პროპაგანდა“ აქტიურად მიმდინარეობს, მრავალი აქტივობა ხორციელდება „ციცქნა სახლების მოძრაობის“ (Tiny House Movement) მხრიდანაც იმ მიზნით, რომ საცხოვრებელი მიკრო არქიტექტურა პოპულარული გახდეს ფართო მასებში. მიუხედავად იმისა, რომ ახალი, მიკრო არქიტექტურის გავრცელების პროცესი ჯერ-ჯერობით არც ისე სწრაფი ტემპით ხორციელდება, Getaway სწორედ ამ იდეისა და ხედვის ერთ-ერთ წარმომადგენლად შეიძლება ჩაითვალოს. საინტერესოა, რომ ასეთი პროექტების შემქმნელები ძირითადად ახალგაზრდა არქიტექტორები არიან და სახლები გამოირჩევა მინიმალისტური ინტერიერით, ინტეგრირებული ავეჯით, თბილი, ხის მასალის ზედაპირებითა და დიდი ღიობებით. ისინი აღჭურვილია ეკოლოგიურად სუფთა სისტემებით, მზის ბატარეებით და რაც მთავარია, მათში ლანდშაფტი ძალიან ბუნებრივად შემოდის.

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული პერიოდია, რომელსაც დიდი სიხარულით ველოდებით.
საერთაშორისო არქიტექტურის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ფიგურა იყო ლუის ბარაგან მორფინ