EN RU ქარ მოძებნე ბინა
Resource id #14
ინტერიერი
139

დეკორის მნიშვნელობა თანამედროვე ინტერიერის დიზაინში

საცხოვრებელი გარემო, რომ პიროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში გრანდიოზული როლს თამაშობს, ამაზე დღეს უკვე აღარავინ დაობს. ამიტომ, თანამდროვე დიზაინი ცდილობს სათავსო მთლიანად მოარგოს ინდივიდის საჭიროებებსა და სურვილებს. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ინტერიერის წყობა თქვენ სურვილებზე, შინაგან სტილზე და მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული და ინსპირაციის წყაროც თქვენ ბრძანდებით. თუმცა, საინტერესოა, როგორ შეიძლება შეიტანო პიროვნული ელემენტები ინტერიერში და კომპოზიციით საკუთარი თავი წარმოაჩინო. იმისთვის, რომ ინტერიერი უფრო კონკრეტული, ესთეტიურად გამორჩეული და თბილი გამოვიდეს, დიზაინერები აქსესუარებსა და დეკორს იყენებენ.


წყარო: /www.pinterest.com


უნდა აღინიშნოს, რომ სიმბოლური აქსესუარების და დეკორატიული ნივთების ადგილი ყველა ეპოქის ინტერიერში არსებობდა. ზოგჯერ ისინი ოჯახის რელიქვიას, სტატუსს ან თუნდაც ტრადიციას გამოხატავდნენ. თუმცა, ამ სიხშირითა და დატვირთვით დეკორირება ახალი ხელოვნების რევოლუციის გზაზე ნელ-ნელა დაიკარგა. მიუხედავად იმისა, რომ დეკორში თქვენი ისტორია უნდა იგრძნობოდეს, ნამდვილად ვულგარული გამოვა ყველა ფოტოსა და ნიუანსის ინტერიერში შემოტანა. დიზაინერები გვირჩევენ, რომ ავირჩიოთ სტილის შესაბამისი, მხატვრული ნიმუში ან ტილო და მთელი აქცენტი მასზე გადავიტანოთ.


წყარო: /www.pinterest.com


კონცეპტუალური დიზაინის ინტერიერი ავეჯის და სხვა ნივთების ფერების და ფაქტურების ნაზავით იქმნება. სწორი შეხამებით და ბუნების ელემენტებთან შერწყმით ტენდენციური პრინტები სახლის გაფორმების უამრავ იდეას შთაგაგონებთ. ყურადღებას ორიგინალური ფაქტურის ნოხებზე და სხვადასხვა ეფექტურ აქსესუარზე ვამახვილებთ. სახლის აქსესუარებს შორის ვაზებს ყველაზე დიდი ისტორია აქვთ. თანამედროვე ვაზები სხვადასხვა სახის არსებობს: კერამიკული, კრისტალური თუ მინის. ამჟამად ფუნქციურობაზე წინ მათი დეკორატიული დატვირთვა არის წამოწეული. რაც შეეხებათ ფარდაგებს - სახლში კიდევ ერთი საჭირო აქსესუარია. საბედნიეროდ, მისი ნიმუში, ფერები და ფორმები უსასრულოდ ბევრი არსებობს. მომხმარებელი უპირატესობას ხელით შექმნილ ხალიჩებს ანიჭებს. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ირანი ყოველწლიურად 500 მილიონი დოლარის ღირებულების ხელნაკეთ ფარდაგებს აწარმოებს. სახლში ასევე აუცილებელი ატრიბუტია სარკე. ეს ერთ-ერთი იაფი, ეფექტური საშუალებაა, რომ ჩვენი საცხოვრებელი გარემო უფრო მეტად დავხვეწოთ. იატაკიდან ჭერამდეს სიგრძის სარკეები სივრცეს ვიზუალურად გაზრდის, სარკე კი რომელიც ფანჯრებთან გვხვდება, სახლში უფრო მეტ ბუნებრივ სინათლეს გაავრცელებს.


წყარო: /www.pinterest.com


ზოგიერთი ადამიანისთვის კი საუკეთესო აქსესუარი საერთოდაც არაფერია. ეს კონცეპტი მინიმალისტური სტილისთვის არის პოპულარული. მინიმალიზმისთვის ფერები და სტრუქტურაა მთავარი. იატაკი და სხვა ზედაპირი, ავეჯის გარდა, თავისუფალია. ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ სახლი აქსესუარებისგან საერთოდ ცარიელი უნდა იყოს. უბრალოდ თქვენი დეკორაციული ნივთების რაოდენობა უნდა შეამციროთ. ეს სტილი თავისი მოვლის სიმარტივით არის მიმზიდველი. ასევე მარტივია თვალისთვის აღსაქმელადაც.


წყარო: /www.pinterest.com



საერთაშორისო არქიტექტურის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ფიგურა იყო ლუის ბარაგან მორფინ
60-იანი წლების სტილი ნამდვილად იყო გამორჩეული სიტყვა მოდისა და დეკორაციის სამყაროში.