EN RU ქარ მოძებნე ბინა
Resource id #14
ცხოვრების სტილი
92

როგორ შევქმნათ ქვიშის სათამაშო სივრცე ბავშვებისთვის?

საბავშო სივრცეების არსებობის აუცილებლობზე ძალიან ხშირად გვისაუბრია, რადგან ყველა ჩვენგანმა უნდა ვიცოდეთ, თუ რა დიდი როლს თამაშობს მსგავსი სივრცეები ბავშვის განვითარებაში. თუ თქვენ საკუთარი ეზო გაქვთ, ან თუნდაც თავისუფალი ადგილი საცხოვრებელ სახლთან ახლოს, მარტივად შეგიძლიათ მოაწყოთ ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი ზონები. გაგიკვირდებათ და ისეთ საინტერესო ზონის გაკეთება, როგორიც ქვიშის სათამაშო სივრცეა ძალინ მარტივია და დღეს შევეცდები, ჩვენი სტატიით მარტივი იდეებიც გაგიზიაროთ. დღეს ძალიან ბევრი კონსტრუქციის აგებაა შესაძლებელი, დაწყებული რამდენიმეიარუსიანი კონსტრუქციით, დამთავრებული მარტივი პლასტმასის კონსტრუქციებით. ყველა მხრივ, მთავარია არამხოლოდ გარეგნული სილამაზე და დიზაინი არამედ, კომფორტი და უსაფრთხოება.


წყარო: /www.pinterest.com


როგორც უკვე მოგახსენეთ, თანამედროვე სამყარო ქვიშის სათამაშო ზონების შესაქმნელად უამრავ ვარიანტს გვთავაზობს მათ შორის პლასტმასისას, რომლის შექმნისთვისაც სპეციალური პოლიეთინელი გამოიყენება. ასეთი ზონიერების შექმნისას თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ ბავშვი არ მიიღებს ზედმეტ ტრამვებს, რადგან პლასტმასს ზედაპირი რბილია. ამავდროულად, მსგავსი კონსტრუქციის შეღებვა ყოველწლიურად საჭირო არაა. მისი დამონტაჟებაც და დემონტაჟიც ძალიან მარტივია ასე, რომ ყოვეთვის შეგიძლიათ შეუცვალოთ ადგილი. იმ შემთხვევაშიც კი თუ კონსტრუქცია მზეზე იმყოფება მისი გაცხელების საშიშროება დაბალია. რა თქმა უნდა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პლასტმასის კონსტრუქციები საკმაოდ ძვირიადღირებულია, გამომდინარე იმ ხარისხიდან, რომელსაც ის გვთავაზობს.


წყარო: /www.pinterest.com


თქვენ ასევე შეგიძლიათ ხის კონსტრუქციის აშენებაც, რაც გაცილებით უფრო ბიუჯეტური და ამავდროულად უფრო ნატურალურიცაა. რა თქმა უნდა, მის დასამონტაჟებლად უფრო მეტი შრომის გაწევა მოგიწევთ, თუმცა ალბათ შედეგი ნამდვილად ღირს ამად. მისი დამონტაჟებისას კარგად შეარჩიეთ ადგილი და გაითვალისწინეთ, რომ ის ყველაზე შესამჩნევ ადგილას უნდა იყოს. კარგი იქნება თუ ხეებისგან მოშორებით ადგილს აირჩევთ, რადგან ფოთლები დააბინძურებს ქვიშას. ყველაზე კარგი ლოკაცია სწორ ზედაპირიანი ღია სივრცეა.


წყარო: /www.pinterest.com



წყარო: /www.pinterest.com


თუ მის შეღებვას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ბავშვებისთვის უსაფრთხო საღებავი. კარგი იქნება თუ კონსტრუქციას ზევიდან გადასაფარებელსაც გაუკეთებთ, რათა ქვიშა და სათამაშოები წვიმისგან და სხვადასხვა ცხველისგან დაიცვათ. რა თქმა უნდა, ხის მატერიების გარდა სხვადასხვა მასალის გამოყენებაც შეგიძლიათ, როგორიც არის დიდი საბურავები, ხის მორები, პალეტები. მთავარია, შერჩეულ მასალას არ ქონდეს ბასრი კუთხეები და უხეში ზედაპირი.


წყარო: /www.pinterest.com



60-იანი წლების სტილი ნამდვილად იყო გამორჩეული სიტყვა მოდისა და დეკორაციის სამყაროში.
მიიჩნევა, რომ ინტერიერის დიზაინი 7 ელემენტისგან შედგება. ესენია: სივრცე, ხაზი, ფორმა, განათება, ფერი, ტექსტურა და მოხატულობა, იგივე პატერნი.