EN RU ქარ მოძებნე ბინა
Resource id #14
არქიტექტურა
143

მცენარეებით გაწყობილი თანამედროვე საცხოვრებლის პროექტი

სახლი, რომლის კასკადური ბეტონის ყუთები თითოეულ სართულზე მოიცავს ორმოცზე მეტ საკვებად ვარგის მცენარეს, ქმნის ძლიერ ვიზუალურ კონტრასტს გარშემო არსებულ შენობა-ნაგებობებზე. მისი სიღრმისეული ფასადი უზრუნველყოფს დამატებით საჯარო სივრცეებს მეზობლებთან საურთიერთოდ. აღსაღნიშნავია, რომ პირველი ნარგავის ყუთი გაკეთებულია ტერიტორიაზე, სადაც სახლის აშენებამდე არსებობდა ჟასმინის ხე. ეს ყუთი ასევე აღჭურვილია ურბანული ავეჯით და ემსახურება სახლის მცხოვრებლებისა და მეზობლებს შორის საურთიერთობო სივრცის შექმნას.


წყარო: /www.pinterest.com



წყარო: /www.pinterest.com


შიდა სივრცეები გამსჭვალულია ძლიერი სტუმართმოყვარეობის გრძნობით და მესაკუთრის მდგრადი დამოკიდებულებით ტროპიკული ურბანული საზოგადოებისა და მეურნეობის მიმართ. კარიბჭის გახსნისთანავე თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ მსუბუქი და ჯვარედინი ვენტილაცია. ასევე, შესაძლებელია ვიზუალურად მთლიანად აღიქვათ პირველი სართული, რადგან ის მხოლოდ შუშის კედლებისგან და ფანჯრებისგან შედგება. შენობის უკანა ნაწილში, რომელიც გამოყოფილია მისაღები ოთახითა და ცენტრალური კიბით, მოწყობილია ორმაგი მოცულბის სამზარეულო და სასადილო ოთახი, რომლის მოსახსნელი შუშის კედელი სასადილოს ღია სივრცედ აქცევს და ბაღთან აერთებს.


წყარო: /www.pinterest.com


სახლის შექმნის შთაგონება ვერნაკულარული ტროპკული სახლია, რომლებიც ადგილობრივების მიერ შენდება. ისინი ბამბუკის ნაწარმს იყენებენ ბეტონის ყუთების დასამზადებლად, რომელიც გარს აკრავს ამ სახლს. მიუხედავად იმისა, რომ ბამბუკის ეს ტექსტურა აბსტრაქტულადაა ორგანული, ის ასევე არის ძალიან გონივრული გადაწყვეტა მშენებლობის ნარჩენების შესამცირებლად. ისინი უფრო მარტივად ხრწნადია, განსაკუთრებით ადგილობრივი წვიმიანი სეზონების დროს. ფლანთერ ბოქს ჰაუსი - სახლის მფლობელის ცხოვრების სტილის ფიზიკური გამოხატულებაა. ეს ასევე არის გარკვეული ცოდნის პლატფორმა, სადაც დაოჯახებული წყვილი გამუდმებით იმპროვიზირებს გამწვანებისა და სარწყავ სისტემებს. ასეთ, შეკვეთით დამზადებული სარწყავი სისტემა დაკავშირებულია ნარგავების ყუთებთან, რომელიც ინახავს და გადაამუშავებს საკვებ რესურსებსა და წვიმის წყალს მიწაზე. ის ასევე საშუალებას იძლევა მოხდეს წყლის დონის სრული და ზუსტი მანიპულირება ნარგავების ყუთებს შორის.


წყარო: /www.pinterest.com



მიიჩნევა, რომ ინტერიერის დიზაინი 7 ელემენტისგან შედგება. ესენია: სივრცე, ხაზი, ფორმა, განათება, ფერი, ტექსტურა და მოხატულობა, იგივე პატერნი.
თანამედროვე ინსტალაციები ხელოვნების მეტადრე საიტერესო ფორმას წარმოადგენს.