EN RU ქარ მოძებნე ბინა
Resource id #14
ექსტერიერი
158

ორიგინალური და ულამაზესი ნაძვის ხეები მსოფლიოს გარშემო

ახალი წელი ახლოვდება და დღესასწაულის დადებითმა მუხტმა ყველა ჩვენგანი მოიცვა. ზღაპრულად გაფორმებული ქუჩები, სახლები და ნაძვის ხეები ამ დღეებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დღეს, მსოფლიოს გარშემო არსებულ განსაკუთრებულად ლამაზ საახალწლო ნაძვის ხეებზე გავამახვილო ყურადღება. სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა თბილისის მთავარი ნაძვი ხე, რომელიც ჩვენს მშვენიერ ქალაქს კიდევ უფრო ალამაზებს. ნაძვის ხეები გრანდიოზულად მორთვა ყველასთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ისინი თავიანთი ორიგინალურობითა და სილამაზით უამრავ მნახველს იზიდავენ.


წყარო: /www.pinterest.com


წელსაც განსაკუთრებით მშვენიერია მადრიდის მთავარი ნაძვის ხე, რომლის განსაკუთრებულობაც მის ეკომეგობრულობაშია. ქალაქში ეკო-მეგობრული ნაძვის ხეების დადგმის ტრადიციაა, რომელიც ყოველ წელს განახლებული ვარიაციებით გვევლინება. წელს, ესპანეთის დედაქალაქი ოქროსფერში გადაწყვეტილ ნაძვის ხეს გვთავაზობს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილშია განთავსებული და თანამედროვეობისა და კულტურული ღირსშესანიშნაობების შერწყმის არაჩეულებრივ ტანდემს წარმოადგენს.


წყარო: /www.pinterest.com


განსაკუთრებული ნაძვის ხეებით აკვირვებს მნახველებს პარიზიც. ცნობილი სავაჭრო ცენტრი „Galeries Lafauette“-ი, როგორც ყოველთვის ორიგინლურ და თვალისმომჭრელ ნაძვის ხეებს დგამს, რომელიც წელს ფერადი ნათურებით, ყვავილბით და საშობაო სცენებითაა გაფორმებული.


წყარო: /www.pinterest.com


მომნუსხველი ნაძვის ხეები ალამაზებს ქალაქ ვილნიუსაც, რომელსაც ორი მთავარი ნაძვის ხე აქვს - ერთი კათედრალის მოედანზე, ხოლო მეორე ქალაქის მუნიციპალიტეტთან.


წყარო: /www.pinterest.com



წყარო: /www.pinterest.com


როდესაც ორიგინალურ და განსაკუთრებულად ლამაზ ნაძვის ხეებზე ვსაუბრობთ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ციურიხის საშობაო ბაზრობაზე წარმოდგენილი სვაროსკის ნაძვის ხე, რომელიც 15 მეტრის სიმაღლისაა და მთლიანად სვაროსკის კრისტალებითაა დაფარული.


წყარო: /www.pinterest.com



თანამედროვე სამყაროში არსებობისა და წარმატების მისაღწევად აუცილებელია, დროის რაციონალურად გადანაწილება და მისი სწორი მენეჯმენტი.
გადავწყვიტეთ დღეს შთამბეჭდავ საშემოდგომო დეკორაციებზე გესაუბროთ და ბაღის მოწყობის, რამდენიმე საინტერესო რჩევა გაგიზიაროთ.