EN RU ქარ მოძებნე ბინა
Resource id #14
არქიტექტურა
173

შთამბეჭდავი თანამედროვე სკულპტურები მსოფლიოს გარშემო

ჩვენი ქალაქები სავსეა მომნუსხველი მონუმენტებით, სკულპტურებით და ძეგლებით, რომლეიც თავის სათქმელს გადმოსცემენ. თუ ადრე ძეგლები და მონუმენტები ღმერთების თაყვანისცემისთვის, ცნობილი ადამიანების, გმირების და სამხედრო პირების პატივსაცემად იგებოდა დღეს, მათ სხვა დანიშნულებაც შეიძინეს. ისინი თანამედროვე ხელოვნების და აბსტრაქტული ნამუშევრების სახეს წარმოადგენენ, რომელიც კონკრეტულ ემოციებს, გრძნობებს და ამბავს გამოხატავენ და სხვადასხვაგვარად აღიქმება ადამიენების მიერ. ასეთი თანამედროვე მონუმენტები განსაკუთრებულ და ახლებურ ხიბლს სძენენ ქალაქებს და მათ ტურისტებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინტერეო ატრაქციად აქცევენ. ბევრი მათგანი იმდენად შთამბეჭდავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით გაითქვა სახელი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს ყველაზე კრეატიული და საინტერესო სკულპტურები გაგაცნოთ, რომლებიც სხვადასხვა ქალაქს მეტ კულტურულ ღირებულებას სძენენ.


წყარო: /www.pinterest.com


პეიჯ ბრედლი, „გაფართოება“ - პეიჯ ბრედლის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „ექსპანსია“ იგივე გაფართოებაა. ქალის ფიგურა, რომელიც ბრედლის წააგავს, ლოტოსის პოზიციაში ზის. მისი ნაპრალებიდან სინათლე გამოდის. ამას ბრედლის შემოქმედებაში სიმბოლური დატვირთვა აქვს: „იმ მომენტიდან, როდესაც ვიბადებით, მსოფლიოში სპეციალურად ჩვენთვის კონტეინერია აგებული. მათი სახელია: გენდერი, რასა, პროფესია. ხშირად ჩვენ გვსაზღვრავენ იმ კონტეინერით, რაშიც ვცხოვრობთ და არა იმით, რაც ჩვენშია. შეგვეძლება კი შევიცნოთ ჩვენი თავი, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ სხეულებს გავაფართოვებდით?“.


წყარო: /www.pinterest.com


ფეხსაცმელები მდინარე დუნაის სანაპიროზე, უნგრეთი - მონუმენტი წარმოადგენს მემორიალს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მოკლულ ებრაელებს ეძღვნებათ. ფაშისტმა მილიციელებმა სიკვდილით დასჯის წინ ებრაელებს აიძულეს ფეხზე გაეხადათ, სანაპიროზე მათ დახვრეტის შემდეგ კი ისინი მდინარეში ჩაყარეს. მათი ფეხსაცმელები კი სკულპტურის წყალობით სამუდამოდ დარჩა მდინარის სანაპიროზე.


წყარო: /www.pinterest.com


„საკუთარი ხავსიდან გაქცევა“ - ასე ქვია ზენოს ფრუდაკის ნამუშევარს, რომელიც ფილადელფიაში, პენსლილვანიაშია განთავსებული. სკულპტურა შთამბეჭდავად გამოხატავს პიროვნების სწრაფვას თავისუფლებიკენ და ამ თავისუფლების მოპოვებას, საკუთარი შემბოჭველი ძალების დამარცხებით.


წყარო: /www.pinterest.com


Les Voyageurs, მარსელი, საფრანგეთი - ფრანგი არტისტის ბრუნო კატალანოს მიერ შესრულებული კრეატიული და საოცრად მომნუსხველი ბრინჯაოს სკულპტურაა.


წყარო: /www.pinterest.com


“კელპიები“, დიდი ბრიტანეთი - ეს შთამბეჭდავი ნამუშევარი 30 მეტრის სიმაღლისაა და სკულპტორმა ენდი სკოტმა შექმნა.

ინტერიერში თავისუფალი სივრცის შევსება ძალიან ბევრი რამით არის შესაძლებელი. ეს შეიძლება იყოს დიდი ყვავილი, დეკორატიული ვაზა, სურათი და ა.შ.
იაპონელი მაკოტო აზუმა, რომელიც არის ყვავილების არტისტი, ბოტანიკური სკულპტორი და „JARDINS des FLEURS“ - ის დამფუძნებელია.