EN RU ქარ მოძებნე ბინა
Resource id #14
ექსტერიერი
5198

ზღაპრული საახალწლო განათებები ლონდონსა და პარიზში

შობა-ახალი წელი ერთ-ერთი საოცარი დღესასწაულია ჩვენს ცხოვრებაში. 2019 წელი ახლოვდება და სხვადასხვა ქვეყანა მას თავისებურად აღნიშნავს. რა თქმა უნდა ამ დღესასწაულებისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ტრადიცია ქუჩებისა თუ სახლების საახალწლო განათება და მორთვაა. დღეს, ჩვენ რამოდენიმე მშვენიერ განათებას განვიხილავთ, რომელიც დიდ მეგაპოლისებს ამშვენებს.


წყარო: /www.pinterest.com


როგორც ყოველთვის, წელსაც გასაკუთრებულად ლამაზია ინგლისის დედაქალაქი, ლონდონი. საშობაო ბაზრობები, საციგურაო მოედნები და რა თქმა უნდა, ულამაზესი ქუჩის განათებები, რომელიც ყველა მნახველს აღფრთოვანებულს ტოვებს. რა თქმა უნდა, ქუჩის საახალწლო მორთულობა ყოველწლიურად იცვლება და სხვადასხვა თემატიკის მატარებელია. ამ წელს განსაკუთრებულად მიმზიდველია ოქსფორდის ქუჩა, როელიც ბრწყინავ და კაშკაშა ადგილად არის ქცეული, სადაც 1778 ანათებაა დამონტაჟებული. წლევანდელი განათება ფიფქების თემატიკითაა შთაგონებული, რომელსაც აკომპანიმენტს ბრწყინავი იასამნისფერი ბურთები უწევენ.


წყარო: /www.pinterest.com


ქარნაბის ქუჩა როგორც ყოველთვის ყველაზე განსაკუთრებული და მიმზიდველი ტურისტული ატრაქციაა საშობაო პერიოდში. წელს თემატიკა ჯგუფი Queen – ი და მათი უკდვავი ჰიტი “Bohemian Rhapsody”-ია. ფრედი მერკურის მიერ დაწერილი ტექსტი თვალისმომჭრელად კაშკაშებს მთელი ქუჩის ჩაყოლებაზე. განსაკუთრებულად მშვენიერია რეჯენთის ქუჩა, რომელც ძირთადად შოფინგისთვისაა განკუთვნილი. წელს ქუჩას, ანგელოზების სწორედ ის ულამაზესი გირლანდები ამშვენებს, რომელიც ამ ქუჩის პირველად მორთვისას, 1954 წელს, გამოიყენეს.


წყარო: /www.pinterest.com


ახალ წლის პერიოდში, ყოველწლიურად უამრავი ტურსტი ჩადის პარიზში, რათა უმშვენიერესი ქალაქის ზღაპრული მორთულობებით დატკბეს. განათებული შუასაუკუნოვანი თაღები, თანამედროვე ილუმინაციები, ბრწყინავი და შთამბეჭდავი გირლანდები ქალაქს ჯადოსნურობას სძენს. განათებები ნოემბრიდან მონტაჟდება და იანვრის პირველი რიცხვების ჩათვლით ამშვენებს ქალაქს. განსაკუთრებულად ლამაზი ტურისტული ატრაქციებია ელისეის მინდვრების და მონტენის ავენიუები, მონმარტის რაიონი, ბერსის სოფელი და სხვ. თუ საახალწლოდ ამ უმშვენიერეს ქალაქს ეწვევით დარმწუნდებით, რომ მას „სინათლის ქალაქის“ წოდება ტყუილად არ მოუპოვებია.


წყარო: /www.pinterest.com



წყარო: /www.pinterest.com



იაპონელი მაკოტო აზუმა, რომელიც არის ყვავილების არტისტი, ბოტანიკური სკულპტორი და „JARDINS des FLEURS“ - ის დამფუძნებელია.
თანამედროვე არქიტექტურა მიისწრაფვის ეკოლოგიური, სუფთა მატერიებისა და ტექნოლოგიის აქტიურ გამოყენებისკენ.