EN RU ქარ მოძებნე ბინა
Resource id #14
ინტერიერი
93

გამორჩეული რეტრო სტილი თანამედროვე ინტერიერის დიზაინში

60-იანი წლების სტილი ნამდვილად იყო გამორჩეული სიტყვა მოდისა და დეკორაციის სამყაროში. კომიქსების, როკენროლისა და ჰიპების ეპოქაში, ნახატებმა თითქოს კედლებზე გადმოინაცვლა, ფორმა უფრო კომფორტული და მრგვალი გახდა, ფერი უფრო ხასხასა, პრინტი კი ფსიქოდელიური. უნდა აღნიშნოს, რომ კულტურული რევოლუციებისა და სუბკულტურების ეპოქამ საკუთარი თავი ყოველდღიურობაში საკმაოდ ბუნებრივად დაიმკვიდრა. გახადა ხელოვნება უფრო ხელშესახები და სახალხო. ალბათ, რეტრო სტილზე საუბრისას აღსანიშნავია უფრო კულტურულ-პოლიტიკური გავლენები, ვიდრე გამოჩენილი ოსტატების სახელები. ინტერიერის დიზაინერები ხალხისთვის ახალაღმოჩენილი, ინდური კულტურიდან იღებდნენ ინსპირაციას. ფლორალური მოტივები კედლებზე, ხასხასა ფერები და კომფორტული ავეჯი ისაა, რაც 60-იანების თავისუფალ ადამიანს სჭირდებოდა. საზოგადოების მსგავსად, ხელოვნებაც ცდილობდა საკუთარი თავისუფლება ხმაურით, სიჭრელითა და განსხვავებულობით დაემტკიცებინა. შედეგად კი ეპოქალური სტილი მივიღეთ.


წყარო: /www.pinterest.com


მოდა ბრუნავს, თუმცა ფასეულობები არა. ამიტომაც, თანამედროვე ინტერიერის დიზაინში სრულად არასოდეს იყენებენ 60-იანი წლების ხერხებს. მიუხედავად იმისა, რომ რეტრო სტილის ჩართვა საცხოვრებელ თუ კომერციულ გარემოში საკმაოდ მოდურია, კარგი დეკორატორი არასოდეს შექმნის ეპოქის ასლს და მხოლოდ ხასიათის შესაქმნელად თუ გამოიყენებს სამოციანების ინსპირაციას. დღეს, რეტრო სტილი ინდივიდუალიზმთან, მხიარულ გარემოსა და თავისუფლებასთან ასოცირდება. მიჩნეულია, რომ ტექნიკურად ამ განცდების გადმოცემა კომფორტული, მრგვალი ფორმის ავეჯითა და მკვეთრი ტონებით ყველაზე უკეთ შეიძლება. იმას, რასაც რეტრო სტილის თანამედროვე გარემოში გამოყენება წარმოადგენს, უფრო ხედვების გადაფასება ჰქვია და არა ესთეტიკის გაუაზრებელი გადმოტანა.


წყარო: /www.pinterest.com


რეტრო სტილის დეტალების დამატება არ ნიშნავს იმას, რომ სივრცე ძველმოდური ან დაძველებული იქნება. პირიქით... ასევე ეს სტილი არც ფუფუნებას ითხოვს და არც უკანასკნელი ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებას. აი, რა დეტალებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება მაგალითად, თუ სამზარეულოს მოწყობას აპირებთ: რადგანაც შპალერი ოთახში დიდ სივრცეს იკავებს, რეტრო ატმოსფეროს შესაქმნელად, გეომეტრიული პატერნი უნდა შეარჩიოთ. ასევე შეგიძლიათ მხოლოდ ერთი კედელი დაფაროთ მსგავსი შპალერით და თქვენი სამზარეულო უფრო ექსტრავაგანტული გახდება. ჭურჭლის შესალაგებელი კარადა ამ ოთახის განუყოფელი ნაწილია. ასევე შეგიძლიათ მთელი კარადა ღია ფრად შეღებოთ, ხოლო უჯრები თეთრად დატოვოთ. ამით საინტერესო კონტრასტს შექმნით. რეტრო სტილის გათვალისწინებით, ისინი შეგიძლიათ შემდეგი ფერებით შეღებოთ: მუქი მწვანე, მოცისფრო-მომწვანო, ყვითელი. ამ სტილისთვის კი ყველაზე დამახასიათებელი ფერი ცისფერია. მისი სხვადასხვა ელფერი განსაკუთრებით უხდება სკამებსა და მაგიდებს. თუ პატარა სამზარეულო გაქვთ, თეთრი და ყვითელი ფერის კომბინაციით, მას ვინტაჟურ იერსაც შესძენთ და ვიზუალურად გააფართოვებთ კიდეც. ვინტაჟური სამზარეულოსთვის ფილები კარგი გადაწყვეტილებაა. თეთრი ქვის ფორმის ფილები რეტრო სტილთან ასოცირდება, პლუს, ეს უკანასკნელი სივრცეს ვიზუალურად გაზრდის და სინათლეს დაამატებს. ასევე პატარა სარკეების ფუნქცია ექნება.


წყარო: /www.pinterest.com


რეტრო სტილის ინტერიერის მოწყობისას, იყავით რაც შეიძლება თამამი და წინ საკუთარი პიროვნება და განსხვავებულობა წამოწიეთ. ფერადი სამეული, ფონური ხალიჩა და ხის დაბალი ავეჯი, თქვენს საცხოვრებელს ასეთ ხასიათს ნამდვილად გადასდებს. რაც შეეხება ტექნიკას, არჩევანი დაბალ, ფუნქციურ და ფართო საგნებზე შეაჩერეთ. ფონური ზედაპირი თბილი ფერის უნდა იყოს, ხოლო დეკორატიული ელემენტები ფართო და მრგვალი ფორმის. რაც შეეხება აქსესუარებს, გამოიყენეთ მეტალის ნივთები. ფარდებს ასევე დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ. თავისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ვინტაჟური პრინტის ყიდვა ნებისმიერი ქსოვილის მაღაზიაში შეგიძლიათ, შემდეგ კი ფარდებს თქვენივე ხელით შექმნით. ფანჯრები მინიმალისტური უნდა იყოს, ხოლო ჩარჩო შედარებით თანამედროვე შეარჩიეთ.


წყარო: /www.pinterest.com



ევრი ადამიანი არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ ჩვენი პლანეტა ყველაზე მეტად არის დაბინძურებული, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა
ბაღის დეკორირების ყველაზე გავრცელებული ხერხია მისი, ყვავილების ლარნაკებითა და ქოთნებით მორთვა.