EN RU ქარ მოძებნე ბინა
Resource id #14
ინტერიერი
76

კრეატიული და გამორჩეული ინსტალაციები ჩვენს გარშემო

ბუნების დაცვისკენ მიმართული ხელოვნება მთელ რიგ შემოქმედებით პროცესს მოიცავს: ბუნებასთან ისტორიული მიდგომებით დაწყებული, უკანასკნელი პოლიტიკური და ეკოლოგიური ტიპის სამუშაოებით დამთავრებული. ეს ეკო-მეგობრულ ინსტალაციებსაც ითვალისწინებს, რომელიც ყოველგვარ ფორმალურ ჩარჩოებს სცდება და ცდილობს უფრო მეტად იყოს ბუნებასთან ახლოს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ინსტალაცია მსოფლიოში „მოგზაურობს“. ეს სოციალურ და კულტურულ ასპექტებს მოიცავს და ეხმარება მსოფლიოს ადამიანებს, ბუნების დაცვასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებაში.


წყარო: /www.pinterest.com


კონსუმერიზმის სამყაროში, სტუდია „Super Nature Design“-მა გადაწყვიტა ადამიანებს შორის ბუნებისა და სამომხმარებლო ქცევების შესახებ ცნობიერება გაეზარდა. დიზაინერებმა შემოგვთავაზეს ინსტალაცია სათაურით: „ნაქსოვი ტყე“, რომელიც ორ უზარმაზარ ხის ირემს მოიცავს. ისინი მნახველების მიერ უნდა მოიქსოვოს. ყოველ სტუმარს სტრუქტურის ირგვლივ ძაფის მოხვევას სთხოვენ. ეს ყველაფერი გრძელდება იქამდე, სანამ ირმები მთლიანად არ დაიფარება. ინსტალაციის მთავარი აზრიც ესაა: დაგვანახოს, თუ როგორ მოქმედებს თითოეული ადამიანის ქმედება ბუნებასა და გარემოზე. პირველად „ნაქსოვი ტყის“ ინსტალაცია 2011 წელს ჰონგ კონგში, ერთ-ერთ ფესტივალზე დაიდგა.


წყარო: /www.pinterest.com


ახალი წლის ინსტალაციები ხშირად ერთ-ერთ მოთხოვნად ტურისტულ ატრაქციად იქცევა ხოლმე. საინტერესოა ბრიტანელი შემოქმედის ალექს ჩინეკის საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც უზარმაზარ ყინულის კუბშია მოთავსებული. „ებრძოლე ცეცხლს ნაყინით“ - 5 მეტრის სიმაღლის ხე ამ სიმბოლოს ატარებს. გასაოცარი ინსტალაცია, რომელიც მორთულია 1200 ნათურით თითქმის ორ სართულიანი სახლის სიმაღლისაა. ხეს გარშემო არტყავს ყინულის გუბე, რომელიც ნელ-ნელა მოედნის საკულტო შადრევნებში დნება. ამის შესაქმნელად ალექსმა 249 კილოგრამი სუფთა ცვილი გამოიყენა. „ებრძოლო ცეცხლს ნაყინით“- ჩინეკის პორტფოლიოს ბოლო ნამუშევარია, რომელიც სკულპტურის, არქიტექტურის, ინჟინერიისა და კონსტრუქციის წესრიგს აერთიანებს. ჯამში კი ეს, არაჩვეულებრივ საჯარო ხელოვნების ნიმუშს გვაძლევს.


წყარო: /www.pinterest.com


სინათლის ხელოვნება გამოყენებით ხელოვნებას მიეკუთვნება, რომლის მთავარი თემაც, რა თქმა უნდა, სინათლეა. ეს არის ფორმა, სადაც, როგორც ქანდაკებას შეუძლია წარმოქმნას სინათლე, ასევე - პირიქით. სინათლის სკულპტურები შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი. ის შეგხვდებათ: მუზეუმებში, გამოფენებზე, ფესტივალებზე. სინათლის ინსტალაციები თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჰოლანდიელმა დიზაინერმა, დენ რუზგრადმა, ბრწყინვალე სინათლის ინსტალაცია შექმნა. ეს უკანასკნელი ჩრდილოეთის ციალის ეფექტს ირეკლავს. ის ჰოლანდიაში მდებარეობს და წარმოადგენს სინათლის ტალღისებურ ხაზებს, რომელიც მიწის 4 ჰექტარზე ვრცელდება. ინსტალაცია ქმნის „ვირტუალური წყალდიდობის“ ეფექტს, რომელიც ავრორა ბორეალისს წააგავს. მსგავსი ულამაზესი შედეგის შესაქმნელად, რუზგარდმა გამოიყენა ცისფერი LED ნათურები. ამით მან წყლის ილუზია შექმნა. LED განათებები პერიფერიის გარშემო დაიდგა და დაინსტალირდა, ისე რომ ლინზები სინათლეზე ყოფილიყო ფოკუსირებული. ჰაერში სხივები იკვეთება და ჩრდილეოეთის ციალის ილუზიას წარმოქმნის.


წყარო: /www.pinterest.com



ზაფხულის ცხელ დღეებში, ალბათ ყველასთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია ცხელ ქალაქს და ყოველდღიურ რუტინას გაექცეს და დაისვენოს.
სახლის დეკორატიულ გაფორმებას ბოლო წლებში სულ უფრო მეტი დრო ეთმობა.