EN RU ქარ მოძებნე ბინა
Resource id #14
ინტერიერი
923

როგორ შევარჩიოთ ფერი ლამინატის იატაკისთვის

ლამინატის იატაკი არაჩეულებრივი დანამატია თანამედროვე საცხოვრებელი სახლითვის, რომელიც თითქმის ყველანაირ სტილში ჯდება. რა თქმა უნდა, ნამდვილი ხის ნამდვილი შეუცვლელია, თუმცა ლამიანტი უფრო იაფი ალტერნატივაა და ამავდროულად ისეთივე თბილ განწყობას ტოვებს, როგორსაც ხის პარკეტი. ლამინატის მასალა წარმატებით იმიტირებს ხეს, ფილას და ბეტონს და შესაბამისად ფერთა ფართო არჩევანსაც გვთავაზობს. თუ, რომელ ფერს შეარჩევთ საბოლოოდ ეს თქვენს გემოვნებასა და ინტერიერის სტილზეა დამოკიდებული და იმისათვის, რომ გაგიმარტივდეთ არჩევანის გაკეთება ამისათვის, ჩვენ სხვადასხვა ფერის ლამინატების უპირატესობას განვიხილავთ.


წყარო: /www.pinterest.com


მათ, ვისაც სახლი შედარებით მუქ ფერში აქვთ გადაწყვეტილი იატაკისთვის ღია ფერის ლამინატი უპირატესობას წარმოადგენს, რომელიც ქმნის იდეალურ კონტრასტს და ინტერიერს სინათლეს სძენს. თუ თქვენ სახლში მუქი ავეჯი, ან კედლები გაქვთ გირჩევთ არჩევანი ღია ხისფერ ლამინატზე შეაჩეროთ, რომელიც ფართს უფრო დიდს გამოაჩენს. ღია ფერის ლამინატი ადვილად მალავს ლაქებსა და ცხოველის ბეწვს. შესაბამისად ის არამხოლოდ მოდური, არამედ პრაქტიკულიცაა მათთვის, ვისაც ბავშვები, ან ცხოველები ყავს. რაც შეეხება ნაცრიფერს, ის სულ უფრო პოპულარული ხდება თანამედროვე ინტერიერის დიზაინში და გამონაკლისს არც ლამინატი წარმოადგენს. ნაცრისფერი ლამინატის იატაკი ძალიან ბევრ სტილს უხდება და სახლს შემდგომი ცვლილებებისთვის უფრო მოქნილს ხდის. ასე, რომ თუ დეკორის, ავეჯის ან მთლიანად ინტერიერის დიზაინის გამოცვლას გააწყვეტთ, ნაცრისფერი იატაკის შეცვლა ნამდვილად არ მოგიწევთ. ნაცრისფერის უნიკალური თვისება შეერწყას, როგორც ცივ, ისე თბილ ფერებს აქცევს მას მოთხოვნად ტრენდად. ეს ნეიტრალური ფერი ძალიან უხდება წითელს, მდოგვისფერს და ნარინჯისფერს. ასე, რომ ნაცრიფერ იატაკს შეგიძლიათ ამ ფერებში გადაწყვეტილი ავეჯი, ან დეკორი შეუხამოთ და თქვენი სახლი ავანგარდულ და მიმზიდველ ადგილად აქციოთ.


წყარო: /www.pinterest.com


რაც შეეხბა თეთრ ლამინატს, ის ბოლო დროს იძენს აქტუალობას. როდესაც ყველაფერი სწორად არის გაკეთებული ის საოცრად ეფექტური, სუფთა და ნათელია და შეხედვისთანავე ალამაზებს ნებისმიერ ფართს. თეთრი ლამინატი - ეს არის ბრწყინვალე გზა იმისთის, რომ მივაღწიოთ ელეგანტურობას ისეთ დიზაინში, რომელმაც უარყო წინა ინოვაციების მუქი ტენდენციები. თეთრ კედლებთან, ავეჯთან და დეკორთან შეხამებთ საერთო დიზაინი არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის. ამ ფერის იატაკის გამოყენება განსაკუთრებით მომგებიანია მცირე ფართის მქონე ბინებში. ის არამხლოდ ადიდებს ნებისმიერ ფართს, არამედ ელეგანტურ და დახვეწილ ადგილად წარმოაჩენს მას. ის ქმნის ერთი მთლიანის განცდას, მსუბუქ და დახვეწილ სტილს, რომელიც უხდება ნებისმიერი დანიშნულების ოთახს.


წყარო: /www.pinterest.com



სახლის დეკორატიულ გაფორმებას ბოლო წლებში სულ უფრო მეტი დრო ეთმობა.
თანამედროვე არქიტექტურული პროექტები სულ უფრო არის დაკავშირებული ადამიანთან, მის მოთხოვნილებებთან და საზოგადოებრივი სივცრის პროგრესულად ათვისებასთან.