EN RU ქარ მოძებნე ბინა
Resource id #14
ცხოვრების სტილი
90

როგორ მოვაწყოთ ტერარიუმი საკუთარი ხელით?

თუ თქვენ მცენარეების მოყვარული ბრძანდებით, მაგრამ საკუთარი ბაღი არ გაგაჩნიათ, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი პატარა მინი სამყაროს მოწყობა, რომელიც სავსე იქნება მწვანე მცენარეებით, სახლშიც შეგიძლიათ. ჩვენ უკვე ბევრჯერ ვისაუბრეთ მცენარეების დადებით გავლენაზე ჩვენზე და ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოზე, რომელიც ცალსახად დადებითია. სწორედ ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე ამ თემას და ამჯერად, ტერარიუმების მოწყობაზე ვისაუბროთ. ტერარიუმები ბაღზე ბევრად უფრო ადვილი მოსაწყობი და მოსავლელია. რაც მთავარია, თანამედროვე ინტერიერის დიზაინი, რომელიც სულ უფრო კონცეტრირდება ბუნებასთან ჰარმონიულ თანაარსებობაზე, შესანიშნავად იხამებს მწვანე ტერარიუმებს.


წყარო: /www.pinterest.com


ტერარიუმის მოსაწყობად ნებისმიერი მინის ჭურჭელი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც თქვენ გემოვნებასა და სახლის ინტერიერში ჯდება. ყველაზე ეფექტური და გრანდიზული ალბათ, დიდი ზომის აკვარიუმებია, რომელშიც თევზების მსგავსად, მცენარეებიც მშვენივრად იწონებენ თავს. ასევე, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ: ხრეში, ქვები, კენჭები, ან გადამუშავებული მინის კენჭები; გააქტიურებული ნახშირი; მიწა; ხავსი (სურვილისამებრ); სხვადასხვა მცირე ზომის მცენარეები; ქანდაკებები და სხვადასხვა დეკორატიული ნივთები (სურვილისამებრ).


წყარო: /www.pinterest.com


პირველ რიგში, თქვენ, სარეცხი საშუალებებით კარგად უნდა გაწმინდოთ აკვარიუმი. შემდეგ, ცხელი წყლით გარეცხეთ და კარგად გაამშრალეთ. შეავსეთ აკვარუმი ხრეშით, კენჭებით ან ქვიშით, რომ შექმნათ გამწოვი სისტემა. გამწოვი სისტემა ჭურჭელის მთლიან ფართს უნდა იკავებდეს და 2,5 სანტიმეტრის სიმაღლეს იჭერდეს. შემდეგ დაახლოებით სამი სანტიმენტრის სიმაღლეზე დაამატეთ გადამუშავებული ნახშირი. შემდეგ ფენად მოათავსეთ ხავსი, რომელიც დაიცავს მიწას ქვედა ფენებში ჩაძირვისგან. მოაყარეთ მიწა დაახლოებით ოთხი სანტიმეტრის სისქეზე. მიწა შეგიძლიათ თანაბრად გადაანაწილოთ ან, შექნმნად პატარა ამაღლებები.


წყარო: /www.pinterest.com


დარგეთ თქვენს მიერ არჩეული ოთახის მცენარეები. როგორც წესი, ტერარიუმის მოსაწყობად ყველაზე ხშირად იყენებენ სეკულენტებსა და კაქტუსებს. ასევე, კარგი არჩევანია ბეგონია, აფრიკული ლილიები, ოთახის გვიმრა და სხვა ისეთი მცენარეები, რომლებიც ძალიან დიდი ზომის არ იზრდებიან. იმისთვის, რომ მცენარებმა კარგად გაიხარონ სეკულენტები და კაქტუსები ერთად მოათავსეთ, ხოლო სხვა ტროპიკული მცენარები მათგან ოდნავ მოშორებით, რადგან ისინი სხვაადსხვაგვარ მორწყვას საჭიროებენ. ხავსის გამოყენება ასევე შეგიძიათ დეკორატიული მიზნითაც. გამოყენეთ შესასხურებელთავიანი ბოთლი, იმისათვის რომ ტერარიუმი მორწყათ.


წყარო: /www.pinterest.com


სანამ მცენარებს ჩარგავთ მიწა კარგად მორწყეთ, ხოლო შემდეგ განაგრძეთ ტერარიუმის მორწყვა კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ტერარიუმს თავზე დააფარეთ აკვარიუმის თავსახური, ან პლასტიკის შესაფუთი, იმისათვის რომ შიგნით შენარჩუნდეს ტენიანობა. თუ, რომელიმე მცენარის ფოთოლი ლპობას დაიწყეს, მოაშორეთ თავსახური, რომ ტენიანობამ დაიკლოს.


წყარო: /www.pinterest.com



თანამედროვე არქიტექტურული პროექტები სულ უფრო არის დაკავშირებული ადამიანთან, მის მოთხოვნილებებთან და საზოგადოებრივი სივცრის პროგრესულად ათვისებასთან.
მას შემდეგ რაც მუსიკალრი ფესტივალები პირველად შემოიჭრა საზოგადოების ცხოვრებაში, მათთან დაკავშირებული კულტურა და ცხოვრების წესი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა.